ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სერტიფიცირებული კურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სერტიფიცირებული კურსი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 28 ივნ / ბოლო ვადა: 28 ივლ
თანდართული ფაილი: 181106-tsu-app.zip
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრი თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის ბაზაზე აცხადებს მსმენელთა მიღებას ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სერტიფიცირებულ კურსზე.

მსმენელები დაეუფლებიან ბუღალტრულ აღრიცხვასა და აუდიტს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ასევე, შეისწავლიან კომპიუტერულ საბუღალტრო პროგრამებს (ორისი, სუპერ¬ფინი, ინფო და ა.შ. კომპიუტერული პროგრამების უცოდინარობის შემთხვევაში, წინასწარ მოხდება საჭირო პროგრამების შესწავლა ამავე ცენტრში.

სწავლების ხანგრძლივობა: სამი თვე
ფასი: 300 ლარი (თვეში 100 ლარი) (2 სთ-იანი ლექცია, კვირაში 2-ჯერ)

მეცადინეობებზე გამოყენებული იქნება სწავლების უახლესი ფორმები და მეთოდები. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა პრაქტიკული ჩვევების ჩამოყალიბებას; მოხდება ბუღალტრული საქმიანობის მოდელირება და ქეისების შესწავლა. რათა მსმენელმა კურსების დამთავრებისთანავე შეძლოს ბუღალტრად მუშაობა.
სწავლების დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი ორენოვანი საუნივერსიტეტო ქართულ-ინგლისური სერტიფიკატი.

ტრენინგზე ჩაწერა დაწყებულია.

პროგრამის სრული შინაარსი იხილეთ დართულ ფაილში ან ინსტიტუტის ვებგვერდზე: http://www.pgie.tsu.ge

ერთი თვის სწავლის საფასურის გადახდა ხდება წინასწარ.

ტრენინგზე რეგისტრაციისათვის მიჰყევით შემდეგ ბმულს: https://docs.google.com/spreadsheet/viewform?formkey=dDFXUExIVjJMa0g3TW5ReXlsNGRDLXc6MQ

კონტაქტი: 299 68 53 (ნინო კედია, ეთერ ჯაბანაშვილი); 555 13 30 50; (ნინო კედია); 558 92 78 22 (ეთერ ჯაბანაშვილი).
ელ. ფოსტა: TSUTraining@gmail.com
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე