IFRS ინოვაციური ტრენინგი - ქუთაისი, რეგიონები
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: IFRS ინოვაციური ტრენინგი - ქუთაისი, რეგიონები
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 27 ივნ / ბოლო ვადა: 5 აგვ
"ევროპის აკადემიური ცენტრი" გიწვევთ 2 დღიან ტრენინგ-კონფერენციაზე: მე-4 კატეგორიის მიცრე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების მომზადების საერთაშორისო სტანდარტები (მსს.ფასს/IFRS for SME)

ტრენინგი განკუთვნილია დამწყები და გამოცდილი ბუღალტრებისთვის, აუდიტორებისთვის, ფინანსისტებისთვისა და სხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ბუღალტერიის საბაზისო ცოდნას ფლობენ და სურთ შეიძინონ ან გაიღრმავონ ფასს-თან სამუშაო უნარები.

შეხვედრის მიზანია:

** გამარტივებულ ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებთან დაკავშირებით რელევანტური ინფორმაციის მიწოდება;
** სტანდარტებთან მუშაობის უნარების განვითარება;
** სტანდარტებთან მუშაობაში ხშირად დაშვებული შეცდომების ანალიზი და ახალ სტანდარტებზე გადასვლის სამოქმედო გეგმის დასახვა.

ტრენინგის თემატიკა:

** კანონის მოთხოვნა ანგარიშგების წარდგენასა და გასაჯაროებაზე;
** მცირე და საშუალო საწარმოების (მსს.ფასს / IFRS for SME ) სტანდარტების მიმოხილვა;
** რეფორმის მიზანი და საწარმოთა კატეგორიების განსაზღვრა;
** ფინანსური ანგარიშგების წარდგენა;
** ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება;
** მოგება ზარალის ანგარიშგება;
** საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება;
** ფულადი ნაკადების ანგარიშგება;
** ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები.

ტრენინგს ჩაატარებენ:

** ლიკა იობაშვილი - ბუღალტრული და საგადასახადო საქმის ექსპერტი
** დეზი მაღლაკელიძე - ეკონომიკის დოქტორი , აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერიტეტის ასოცირებული პროფესორი

ტრენინგის ჩატარების განრიგია:

ქ. ქუთაისი - 2018 წლის 21, 22 ივლისი
ქ. ზუგდიდი - 2018 წლის 28, 29 ივლისი
ქ. ბათუმი - 2018 წლის 4, 5 აგვისტო

ხანგრძლივობა: 2 დღე, 1 დღე - 5 საათი

მონაწილეობის საფასური: 180 ლარი

გათვალისწინებულია დამსწრეთა უზრუნველყოფა შესვენება/ლანჩით

ტრენინგის დასრულებისას ყველა მონაწილეს გადაეცემა კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერტიფიკატი და სატრენინგო მასალები.

მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://goo.gl/PYFmCH

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის პირველი სართული)
ტელ: (+995 431) 236060; 598 802227
E-mail: centrikostava@gmail.com
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე