აუდიტის ჩატარების პროცედურები - პრაქტიკული კურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აუდიტის ჩატარების პროცედურები - პრაქტიკული კურსი
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 20 ივნ / ბოლო ვადა: 20 ივლ
"ევროპის აკადემიური ცენტრი" აცხადებს მიღებას კურსზე აუდიტის ჩატარების პროცედურები - პრაქტიკული კურსი.

სასწავლო კურსი იწყება 25 ივნისს.

მიზნობრივი ჯგუფი: საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აუდიტის ჩატარებით დაინტერესებული პირები /ბუღალტრები, ფინანსისტები, მომავალი და მოქმედი აუდიტები, იურისტები.

კურსის მიზანია მსმენელებს ხელი შეუწყოს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ასს) გამოყენებას პრაქტიკაში, გააცნოს აუდიტის არსი, სისტემა, კონტროლის ფორმები და ძირითადი პრინციპები. მსმენელები მიიღებენ საბაზისო თეორიული ცოდნას აუდიტის ჩატარებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადების შესახებ. გაეცნობიან აუდიტორის სამუშაო ეთიკის ნორმებს, რისკებსა და პასუხისმგებლობებს.

კურსის გავლის შედეგად მსმენელებს უნდა შეეძლოთ:

** აუდიტორული დოკუმენტების სწორად წაკითხვა;
** აუდიტის პროცესის სწორი და ეტაპობრივი დაგეგმვა;
** აუდიტის ჩატარება;
** აუდიტორული დოკომენტაციის მომზადება;
** შემოწმების აქტის მომზადება
** აუდიტორული დასკვნის დადება.

სწავლება მიმდინარეობს ინტერაქტიული ფორმით, რომელიც მოიცავს: თეორია+პრაქტიკა ქეისების განხილვა ტესტირება.

პროგრამის ხანგძლივობა: 20 სთ + ტესტირება
სასწავლო კურსის ღირებულება: 325 ლარი (დღგ-ს ჩათვლით)

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე: https://goo.gl/U3JYmn

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: თბილისი, კოსტავას 67. ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334 700
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე