კურსი - როგორ დავამზადოთ ღვინო მცირე წარმადობის მარანში
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კურსი - როგორ დავამზადოთ ღვინო მცირე წარმადობის მარანში
მომწოდებელი: კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო
გამოქვეყნდა: 20 ივნ / ბოლო ვადა: 20 ივლ
თელავში გთავაზობთ 3 დღიან ტრენინგ-კურსს: "როგორ დავამზადოთ ხარისხოვანი ღვინო მცირე წარმადობის მარანში", რომელიც ხორციელდება ა(ა)იპ "კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო"-ს (KRDA) და "ქართული ღვინის გილდია"-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

** როგორ გავაუმჯობესოთ მცირე წარმადობის მარნის ღვინის ხარისხი.
** რა მოწყობილობები და მცირე წარმადობის აპარატურა გჭირდებათ წარმოების პროცესის დასახვეწად.
** როგორ შევადგინოთ ეტიკეტი.

მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, სტარტაპერებს, ღვინის ბიზნესით დაინტერესებულ პირებს გიწვევთ ტრენინგზე. მიღებული ინფორმაცია დაგეხმარებათ თქვენი საქმიანობის განვითარებაში, ტრადიციებისა და თანამედროვეობის შერწყმით დამზადებული მაღალხარისხოვანი ღვინის წარმოებაში.

3 დღიანი ტრენინგ კურსი.
კურსის ღირებულებაა: 184 ლარი.
ტრენინგები ჩატარდება 30 ივნისს, 1, 2 ივლისს.

ჩატარდება არასამუშაო დროს
რეგისტრაცია დაწყებულია!

დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:

მობილური: 595700515; ელფოსტა: mchrelashvili@gmail.com
მობილური: 568706035; ელფოსტა: georgianwineguild@gmail.com
მისამართი: ქ. თელავი, ერეკლე II-ის გამზირი N9

პროგრამა:

1. დღე:

** მცირე წარმადობის მარანი საჭირო აპარატები, მოწყობილობები, ჭურჭელი.
** მარნის ჰიგიენა, მომზადება რთველისათვის;
** ორგანული, ბიო-ღვინის წარმოების თავისებურებანი; მჟავიანობის რეგულირების გზები;
** რთველის დაგეგმვა (როდის დაკრიფოთ ყურძენი); რთველი და მისი ორგანიზაცია;
** გოგირდის დიოქსიდის გამოყენების მენეჯმენტი და მისი თვისებები;

2 დღე:

** კულტურული საფუარის გამოყენება;
** ველურ მიკროფლორაზე დუღილისას სავაროდო საფრთხეების აცილების გზები;
** ყურძნის გადამუშავება;
** დაწდომა/მაცერაცია;
** ალკოჰოლური დუღილის წარმართვა;
** დურდოს პრესირება;

3 დღე:

** ვაშლრძემჟავა დუღილი - მჟავიანობის შემცირების გზა;
** ღვინის გადაღება და ღვინის ოქსიდაციისაგან დაცვა;
** ღვინის სტაბილიზაცია;
** ღვინის ფილტრაცია მცირე წარმადობის მარანში;
** ღვინის ჩამოსხმა;
** ეტიკეტირება-რა ინფორმაცია უნდა დავიტანოთ ეტიკეტზე

ტრენინგის თეორიული მასალა (მომზადებული pdf ფორმატში) მსმენელს გადაეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე.

კურს გაუძღვება მეღვინე-ტექნოლოგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი მარიამ ხომასურიძე. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე