კურსი - შესავალი პროგრამირებაში
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კურსი - შესავალი პროგრამირებაში
მომწოდებელი: Greentest
გამოქვეყნდა: 20 ივნ / ბოლო ვადა: 20 ივლ
კურსი "შესავალი პროგრამირებაში" განკუთვნილია 13-15 წლის ბავშვებისთვის და მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის პროგრამირების საფუძვლების შესწავლას Python პროგრამირების ენის გამოყენებით.

პროგრამირების ენა Python წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ენას და მას თავისი პროდუქტების შესაქმნელად იყენებენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა: Google, Amazon, Nasa, Facebook, Instagram და სხვები. მისი შესწავლა შედარებით მარტივია და ხშირად სწორად მას ირჩევენ პროგრამირების საფუძვლების შესასწავლად.

კურსის განმავლობაში მოსწავლეებს განუვითარდებათ ლოგიკური აზროვნების უნარები, გაეცნობიან პროგრამირების პრინციპებს, რაც მომავალში გაუმარტივებთ სხვა პროგრამირების ენების შესწავლას ან თუნდაც ზოგადი უნარების ტესტების ჩაბარებას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრაქტიკულ სამუშაოებს და კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ მარტივი პროგრამების და თამაშების შექმნას.

კურსის ხანგრძლივობა: 1 თვე (კვირაში 3-ჯერ, 1.5 საათიანი მეცადინეობები)

მოსწავლეების ასაკი: 13-15 წელი
ფასი: 120 ლარი
კურსის დაწყების თარიღი: 9 ივლისი

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ - http://greentest.ge/python-for-kids/

დარეგისტრირდით #დღესვე - bit.ly/RegistrationPython

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322555702
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე