IT პროექტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: IT პროექტ მენეჯერი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 15 ივნ / ბოლო ვადა: 12 ივლ
სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფლობს უნივერსალურ ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox - ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს, რომლებიც ყოველდღიურად 350 000 - მდე მომხმარებელს ემსახურება. კომპანიამ საქმიანობა ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს 6500-ზე მეტი გადახდის წერტილი. კომპანიაში 270 -ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდად ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას IT პროექტ მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** WEB და APP პროექტების მართვა
** პროექტზე მომუშავე გუნდის ხელმძღვანელობა და პროექტის სრული მართვა შინაარსის ჩამოყალიბებიდან ბაზარზე გამოტანის ჩათვლით
** პროექტის ფარგლებში პროდუქტის ბიზნეს დავალებების მომზადება
** მომხმარებლის ქცევისა და feedback ების ანალიზი და ადაპტირებული იუზერ სთორის მომზადება
** პროექტის ფარგლებში შიდა რესურსისა და პარტნიორი კომპანიების კოორდინირება
** პროექტის ეტაპების დაგეგმვა და შესრულების პროგრესის მუდმივი შეფასება
** მიღებული პროდუქტის შესაბამისობის ტესტირება ბიზნეს დავალებასთან
** პროექტის გეგმების შესრულების მონიტორინგი და რეპორტინგი მენეჯმენტთან

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროექტების მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია გამოცდილება IT პროექტებში

უნარები:

** ინიციატივა და დამოუკიდებლობა
** ძლიერი პიროვნული თვისებები
** გუნდის მართვის უნარები
** კომუნიკაციის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 12 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@oppa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა" - მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე