კვლევებისა და განვითარების ჯგუფის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კვლევებისა და განვითარების ჯგუფის სპეციალისტი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 15 ივნ / ბოლო ვადა: 12 ივლ
სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფლობს უნივერსალურ ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox - ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს, რომლებიც ყოველდღიურად 350 000 - მდე მომხმარებელს ემსახურება. კომპანიამ საქმიანობა ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს 6500-ზე მეტი გადახდის წერტილი. კომპანიაში 270 -ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდად ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას კვლევებისა და განვითარების ჯგუფის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

** ეს E-commerce ის კვლევისა და განვითარების გუნდის წევრის ვაკანსიაა.
** ჩვენ ვეძებთ თამამ გზამკვლევს ჩვენს გემზე. ვეძებთ სიახლეების მაძიებელ, თვით-განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი შექმნას და განავითაროს პროდუქტი, რომელსაც ასიათასობით ადამიანი გამოიყენებს, ვისაც უყვარს გეგმების დასახვა და შესრულება, არ აშინებს პოტენციურ პარტნიორებთან კომუნიკაცია და საერთო პროექტის დამტკიცებისთვის ბრძოლა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური ტექნოლოგიების ბაზარზე ახალი ტრენდებისა და ტექნოლოგიების მოკვლევა და ანალიტიკა
** კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა
** განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, ბიზნეს პროექტების მომზადება, ახალი პროდუქტების კონცეფციის და ფუნქციონალის ჩამოყალიბება
** კვლევებისა და განვითარების პროექტების მართვა - პროექტის ჯგუფის წევრებისთვის სამუშაოს განაწილება და მართვა
** პროექტის ფარგლებში მომხმარებლის ქცევისა და feedback ების ანალიზი და ადაპტირებული იუზერ სთორის მომზადება • პროექტის ეტაპების დაგეგმვა და შესრულების პროგრესის მუდმივი შეფასება
** მიღებული პროდუქტის შესაბამისობის ტესტირება ბიზნეს დავალებასთან
** პროდუქტის და მისი შემადგენელი კომპონენტების სრული სასიცოცხლო პროცესის მართვა, იდეის ფორმულირებიდან ბაზარზე ფუნქციონირების მონიტორინგამდე

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ფინანსურ ან ტექნოლოგიურ ბაზარზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

უნარები:

** სიახლის მაძიებელობა და გაზრდაზე, განვითარებაზე ორიენტირებულობა
** ინიციატივა და დამოუკიდებლობა
** ძლიერი პიროვნული თვისებები
** კარგი ანალიტიკური უნარები
** გუნდის მართვის უნარები
** კომუნიკაციის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 12 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@oppa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა" - მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე