მოლარე - რეგიონის რეზერვი - ქვემო ქართლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე - რეგიონის რეზერვი - ქვემო ქართლი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 15 ივნ / ბოლო ვადა: 22 ივნ
სს "კრედო ბანკი" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება, მიკრო სესხების გაცემის გზით. "კრედო" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

თანამდებობა: მოლარე - რეგიონის რეზერვი
სამუშაო ადგილი: ქვემო ქართლის რეგიონი (რუსთავი, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკა)

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
** სამუშაო გრაფიკი - სრული (ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00, შაბათი - 10:00 - 12:30);
** ანაზღაურება - დღიური ანაზღაურება (ნამუშევარი დღეების პროპორციულად).

ძირითადი პასუხისმგებლობა: რეგიონის მასშტაბით სალაროს კვანძში არსებული მოლარეების შეცვლა საჭიროების შემთხვევაში (ერთი ან რამდენიმე დღით/თვით).

ძირითადი მოვალეობები:

** ფულადი შენატანების მიღება ორგანიზაციის კლიენტებისგან;
** სასესხო თანხების გაცემა ორგანიზაციის მსესხებლებზე;
** ფულადი გადარიცხვების მიღება;
** ფულადი გასავლების/შენატანების პროგრამულად ავტორიზაცია;
** საინკასაციო თანხების ზუსტი აღრიცხვა;
** ფულადი ნიშნების ჯეროვნად შემოწმება;
** ყოველი დღის ბოლოს სალაროში არსებული ფულის დათვლა და შედარება პროგრამულ მაჩვენებლებთან;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა;
** კრედოს სასარგებლოდ ოქროს ჩანთის ბანკში შენატანების დათვლა და კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა;
** კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა;
** ახალი კლიენტების მოზიდვა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მინიმუმ 1- წლიანი საბანკო გამოცდილება მოლარის / მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე;
** ბაკალავრის ხარისხი ფინანსების განხრით ან სხვა მსგავს სფეროში;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა, კლიენტების თავაზიანად მომსახურება;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება და პროფესიული ეთიკა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. (მაგ. "მოლარის რეზერვი ქვემო ქართლში")

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 22 ივნისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე