ხილ-ბოსტნის კონსულტანტი - წყნეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ხილ-ბოსტნის კონსულტანტი - წყნეთი
მომწოდებელი: ფუდსერვისი
გამოქვეყნდა: 15 ივნ / ბოლო ვადა: 12 ივლ
კომპანია "ფუდსერვისი" დაარსდა 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ადგილობრივი კვების პროდუქტების შესყიდვა, დისტრიბუცია და ლოჯისტიკა, აგრეთვე კვების პროდუქტების იმპორტი სხვადასხვა ქვეყნიდან. ეკოლოგიურად სუფთა, ლაბორატორიულად შემოწმებული და სერთიფიცირებული პროდუქციით, "ფუდსერვისი" ლოჯისტიკის და დისტრიბუციის სფეროში ქართული ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად გვევლინება.

ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქცია.

კომპანია ფუდსერვისი აცხადებს ვაკანსიას ხილ-ბოსტნის კონსულტანტის პოზიციაზე წყნეთში.

ძირითადი მოვალეობები:

** ხილ-ბოსტნის განთავსება სექციაში და მისი მუდმივი შევსება.
** განთავსებული პროდუქციის ხარისხის, ვადიანობის და სისუფთავის კონტროლი
** მომხმარებლისათვის პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა
** პროდუქციის ნაშთის კონტროლი და ოპტიმალური რაოდენობის პროდუქციის დროული შეკვეთა;
** ფასმაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი

სამუშაო საათები: 12:00-22:00 კვირაში 6 დღე
ანაზღაურება: 500 ლარი
სამუშაო ადგილი: ხილ - ბოსტნის სექცია მდებარეობს წყნეთში არსებულ სუპერმარკეტში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge და გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 12 ივლისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე