მძღოლი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მძღოლი - ბათუმი
მომწოდებელი: მარშე
გამოქვეყნდა: 15 ივნ / ბოლო ვადა: 28 ივნ
კომპანია "მარშე" 2012 წლიდან გამოჩნდა ქართული წარმოების ბაზარზე. "მარშეს" წარმოება ქართველ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის 2200-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს შემდეგი 4 კატეგორიიდან: ნახევარფაბრიკატები, თევზის პროდუქტები, პურ-ფუნთუშეული, ძეხვეული. კომპანიის მთავარი ამოცანაა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფა, მათთვის ახალი და მრავალფეროვანი პროდუქციის, პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.

ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს განუსხვავებლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.

"მარშე" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვა;
** ავტომანქანის გამართული ტექნიკურ მდგომარეობის კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;

მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა;
** საშუალო განათლება;
** სამუშაო გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

დამატებითი ინფორმაცია:

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@marshe.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "მძღოლი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 28 ივნისი 2018 წელი, 00:00 საათი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე