ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: ნიკორა
გამოქვეყნდა: 14 ივნ / ბოლო ვადა: 14 ივლ
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა, დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikora.ge

სს "ნიკორა"-ს აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** კორესპონდენციისა და დოკუმენტების მართვა/დახარისხება;
** უცხოელ პარტნიორებთან როგორც სატელეფონო, ასევე წერილობითი კომუნიკაცია;
** მთარგმნელობითი მომსახურება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და მოთხოვნის შესაბამისად გადამისამართება;
** ადმინისტრაციის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ადმინისტრაციულ მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლოიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა;
** მოტივირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის შესაძლებლობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

გთხოვთ, CV გამოგზავნოთ ელფოსტაზე: jobs@nikora.ge

სს "ნიკორა" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე