საბანკო ანგარიშსწორების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საბანკო ანგარიშსწორების სპეციალისტი
მომწოდებელი: თიბისი ფეი
გამოქვეყნდა: 14 ივნ / ბოლო ვადა: 28 ივნ
"თიბისი ფეის" ფინანსური განყოფილება აცხადებს ვაკანსიას საბანკო ანგარიშსწორების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო მოვალეობები:

** ყოველდღიურად პროვაიდერებისთვის გადასარიცხი თანხების ატვირთვა და გადარიცხვა დადასტურებული ანგარიშსწორების ფაილის საფუძველზე;
** ყოველთვიურად დილერებისთვის საკომისიოს გადარიცხვა გამოგზავნილი ფაილის საფუძველზე;
** ყოველთვიურად დილერებისთვის საკომისიოების დასმა კომპანიის შიდა პროგრამების გამოყენებით;
** დილერების ბალანსის მუდმივი კონტროლი;
** ეროვნული ბანკის რეგულაციის შესაბამისად ნომინალური მფლობელობის ანგარიშების მართვა და კონტროლი;
** კონტრაგენტებთან ანგარიშსწორება გაუქმებულ ტრანზაქციებზე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე;
** ყოველდღიურად ამონაწერების და ასატვირთი ფაილების მომზადება და გადაგზავნა ბუღალტერიისთვის;
** ყველდღიურად "Wallet" ბალანსების კონტროლი და თვის ბოლოს ბუღალტერიისთვის შესაბამისი რეპორტის მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** საფინანსო, საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** აუცილებელია MS Office, Excel-ის სრულყოფილი, საფუძვლიანი ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა

დამატებითი უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული

სამუშაო პირობები:

** თიბისი ფეი, სს თიბისი ბანკის შვილობილი კომპანიაა 2008 წლიდან. თიბისი ფეი აქტიურად ანვითარებს ონლაინ გადახდების პლატფორმას, ნერგავს ტექნოლოგიურ სიახლეებს.
** ჩვენს გუნდში ვეძებთ ინტერესიან და მოტივირებულ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი მხრივ ვუქმნით საუკეთესო სამუშაო გარემოს, რომელიც დაფუძნებულია გუნდურ მუშაობაზე და განვითარებაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო დღეები - ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილების და მუშაობის სტილიდან გამომდინარე)

გთხოვთ, არაუგვიანეს 28 ივნისისა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე - vacancy@tbcpay.ge

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე