ტექნიკური ოფიცერი - თბილისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტექნიკური ოფიცერი - თბილისი, ბათუმი
მომწოდებელი: Global Beer Georgia
გამოქვეყნდა: 15 ივნ / ბოლო ვადა: 5 ივლ
"გლობალ ბიერ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ოფიცრის პოზიციაზე თბილისსა და ბათუმში.

"გლობალ ბიერ ჯორჯია" ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშეა და აქტიურად ოპერირებს 2017 წლიდან. კომპანია თავად წარმართვას სრულს პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. GBG, როგორც "ჰეინეკენის" ოფიციალური პარტნიორი რეგიონში, მიზნად ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანას ისახავს.

ამ დინამიურ და სწარაფ განვითარებად სფეროში, სწორი პოზიციონირება და დაგეგმვა, ბიზნესის წარმატების მთავარი წინაპირობაა. ჩვენი განვითარება დიდწილადაა დამოკიდებული პროფესიონალთა იმ გუნდზე, რომელიც GBG-ში არის გაერთიანებული. ჩვენ გვჯერა ჩვენი გუნდის და ყოველთვის მზად ვართ ის ახალი ენერგიით შევავსოთ - სწორედ ეს შეიძლება გახდეს თქვენი შანსი. თუ ეძებთ სრულფასოვან კარიერას და სურვილი გაქვთ თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV GBG-ში, ჩვენ შეიძლება სწორედ თქვენ გეძებდეთ.

ფუნქცია-მოვალეობები: ობიექტზე მაცივრების, ბილბორდების და სხვა ტექნიკური საშუალებების დამონტაჟება და მათი გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

** ელექტრო მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილი;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Microsoft Office).

პიროვნული თვისებები:

** სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის და დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com და ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე