ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი - ბრიუსელი, ლუქსემბურგი, ჰააგა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი - ბრიუსელი, ლუქსემბურგი, ჰააგა
მომწოდებელი: ევროპის აკად. ცენტრი - გაცვლითი პროგრამები
გამოქვეყნდა: 14 ივნ / ბოლო ვადა: 14 ივლ
"ევროპის აკადემიური ცენტრი" გიწვევთ "ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალზე - ბრიუსელი, ლუქსემბურგი, ჰააგა".

"ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალის" მიზანია ევროკავშირის პოლიტიკის პრიორიტეტების გაცნობა ახალგაზრდა დიპლომატებისთვის და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური გამოწვევების შესახებ ევროპარლამენტარებისა და ევროპელი ექსპერტების ლექციებზე დასწრება.

პროექტი მოიცავს:

** პრაქტიკულს სესიებს;
** მოლაპარაკებების ვორქშოფეპს;
** პოლიტიკურ სავარჯიშოებს;
** ინსტიტუციურ ვიზიტებს.

ინსტიტუციურ ვიზიტები იგეგმება:

** ევროპის პარლამენტში;
** ევროკომისიაში;
** ევროსაბჭოში;
** ნატოს შტაბ ბინაში;
** ევროპის რეგიონალურ კომიტეტებში.

პროექტის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება მიეცემათ, დაესწრონ ახალგაზრდულ ამბასადორიალს ბრიუსელის ევროპის პარლამენტში, ასევე ვიზიტებით ეწვიონ საერთაშორისო უწყებებს ჰააგაში და ევროპის პარლამენტს ლუქსემბურგში.

დამატებითი ინფორმაცია:

** მონაწილეთა ასაკი შეზღუდული არ არის.
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
** დელეგაცია უზრუნველყოფილი იქნება რამდენიმე ლიდერით (გამყოლით) საქართველოდან.
** დიპლომატიურ ამბასადორიალში მონაწილეობის საფასური შეადგენს 500 ევროს.

საფასურში შედის:

** საცხოვრებელში განთავსება (5 ღამე);
** სასწავლო მასალები;
** ამბასადორიალზე დასწრება ბრიუსელში;
** ვორკშოფებში მონაწილეობა;
** ვიზიტი ჰააგაში და ლუქსემბურგში (გადაადგილება);
** ხელმძღვანელების თანხლება;
** ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება;
** ევროპარლამენტის საერთაშორისო სერტიფიკატი.

მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსეთ ქვემოთ მითითებული განაცხადის ფორმა: https://goo.gl/DBMw2t
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ჩვენი Facebook გვერდის საშუალებით ან დაგვირეკეთ ნომერზე: +995 (32) 2 238 234; 593 73 71 95; 574 334 777

ცენტრის სათაო ოფისი: თბილისი, კოსტავას 67 (სართული 2)
რეგიონული ოფისები: ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი
ცხელი ხაზი: 599 33 47 00
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე