ბერლინის ახალგაზრდული საერთაშორისო პროგრამა
 
ყველა სხვა განცხადება ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბერლინის ახალგაზრდული საერთაშორისო პროგრამა
მომწოდებელი: ევროპის აკად. ცენტრი - გაცვლითი პროგრამები
გამოქვეყნდა: 14 ივნ / ბოლო ვადა: 14 ივლ
"ევროპის აკადემიური ცენტრი" გიწვევს შენ ლიდერ, მოტივირებულ ახალგაზრდას ბერლინის ახალგაზრდულ საერთაშორისო პროგრამაზე მონაწილეობის მისაღებად ლიდერთა საზაფხულო სკოლა ბერლინში.

პროგრამა ჩატარების დრო: 6-10 აგვისტო 2018, ბერლინი, გერმანია
თემატიკა: საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები, გაერო, ევროკავშირი და NATO - მსოფლიო მშვიდობა და უსაფრთხოება. პროექტი განკუთვნილია ახალგაზრდებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საერთაშორისო პოლიტიკით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხებით.

პროექტის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ შეხვდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებსა და ელჩებს. პროგრამაში მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, რომლებიც გაატარებენ დაუვიწყარ 6 დღეს ევროპის შუაგულში. პროგრამა დატვირთული იქნება როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური ნაწილით, ექსკურსიებითა და სოციალიზაციის საღამოებით. პროექტი იმართება ევროკავშირის მხარდაჭერით.

მონაწილეობის საფასური შეადგენს 550 ევროს.

საფასურში შედის:

** საცხოვრებელში განთავსება;
** კვება;
** წინამოსამზადებელ ღონისძიებებში ჩართვა;
** სოციალურ საღამოებში მონაწილეობა;
** ვორკშოფებში მონაწილეობა;
** ქალაქში გადაადგილება;
** სასწავლო მასალები;
** სერტიფიკატი.

საფასურში არ შედის მგზავრობა; ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით.

მოთხოვნები:

** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** ასაკობრივი ზღვარია 18-დან 35 წლამდე.

მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: goo.gl/dvPXox და ზედმიწევნით უპასუხეთ ყველა დასმულ შეკითხვას.

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ exchangeprograms@pdcgeo.ge ან დარეკეთ: +995(32)2 72 14 70; 593 57 53 25; 574 334 777

მის: ქ. თბილისი, კოსტავას N67.
 
ყველა სხვა განცხადება ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე