კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 14 ივნ / ბოლო ვადა: 24 ივნ
სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონმა" დროის მცირე მონაკვეთში შეძლო გამხდარიყო ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშე. ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალ, მეგობრულ, მუდმივ ზრდაზე ორიენტირებულ გუნდში დასაქმების შესაძლებლობას.

სამუშაო რეჟიმი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება, მოთხოვნების შესწავლა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
** შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების ჩატარება;
** სპეციალური შეთავაზების მომზადება;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურეობა;
** სხვადასხვა პროდუქტების გაყიდვების განხორციელება არსებულ კლიენტებთან;
** კლიენტთა მონაცემთა ბაზების განვითარება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია სადაზღვევო ან საბანკო სფეროში გაყიდვებში გამოცდილება;
** გაყიდვების უნარ-ჩვევები.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ენერგიული, პუნქტუალური, ორგანიზებული, კომუნიკაბელური;
** გამართული მეტყველების უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი შემდეგ ელ.მისამართზე vacancy@unison.ge.
გთხოვთ ელ.წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის მოწოდების ბოლო ვადაა 2018 წლის 24 ივნისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე