პრომო აგენტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრომო აგენტი - ბათუმი
მომწოდებელი: მილდიანის საოჯახო მეურნეობა
გამოქვეყნდა: 14 ივნ / ბოლო ვადა: 14 ივლ
ბაზრის ლიდერი "მილდიანის საოჯახო მეურნეობა" აცხადებს ვაკანსიას პრომო აგენტის პოზიციაზე ბათუმში.

შემოგვიერთდით, ჩვენი კონკურენტული უპირატესობა თქვენშია...

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტზე კომპანიის, პროდუქციის წარდგენა პოტენციური მომხმარებლისათვის;
** ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება პროდუქტების, მისი მახასიათებლების შესახებ.

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლების ნებისმიერი ხარისხი;
** მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია);
** ქართული და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა (სავალდებულოა).

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** პრეზენტაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული+ბონუსი (საშუალო დღიური ანაზღაურება 25-35 ლარი)
** სამუშაო საათები: დილის ცვლა 10:00-16:00 საათამდე; საღამოს ცვლა 16:00-22:00 საათამდე (შესვენება - 30 წუთი), სრული დატვირთვით
** სამუშაო დღეები: ცვლასა და დასვენების დღეები შეთანხმება მოხდება ინდივიდუალურად
** სამუშაო ადგილი: გუდვილი, ვილმარტი, კარფური

პროდუქციის სპეციფიკას შეგასწავლით ტრეინინგების საშუალებით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია (CV) ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე corporate@proconsulting.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 14 ივლისი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე