დამწყები ბუღალტრის მოსამზადებელი კურსი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დამწყები ბუღალტრის მოსამზადებელი კურსი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 14 ივნ / ბოლო ვადა: 14 ივლ
"ევროპის აკადემიური ცენტრი" თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში აცხადებს მიღებას დამწყები ბუღალტრის მოსამზადებელ კურსზე.

"ევროპის აკადემიაური ცენტრი" ფლობს ISO სერტიფიკატს (ISO 9001) ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების კურსების შემუშავება განხორციელებაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სწავლებაზე. ამასთანავე, მუდმივად ვთანამშრომლობთ დამსაქმებელთა კორპუსთან, რათა შევისწავლოთ მათი მოთხოვნები და შევძლოთ ამ მოთხოვნების პრაქტიკული რეალიზაცია.

პროგრამა განკუთვნილია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების, საგადასახადო დაბეგვრის და საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამის შესწავლით დაინტერესებული პირებისათვის.

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი საგნების შესწავლას:

** ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება;
** ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები;
** გადასახადები;
** საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა Oris.

სწავლება მიმდინარეობს ინტერაქტიული ფორმით, რომელიც მოიცავს:

** თეორია + პრაქტიკა;
** ქეისების განხილვა.
** სასწავლო მასალა მსმენელებს გადაეცემათ საჩუქრად.

კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე (72 საათი);
სასწავლო გრაფიკი: კვირაში 3-ჯერ, 2 საათი;
კურსის ღირებულება: 480 ლარი.
კურსი გულისხმობს შუალედურ და საბოლოო სასერტიფიკატო გამოცდას. კურსდამთავრებულებზე გაიცემა "ევროპის აკადემიური ცენტრის" სერტიფიკატი.

რეგისტრაციისათვის შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://goo.gl/6Dm2MH

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, კოსტავას 67
ტელ: (+995 32) 2 238 234; 599 334 700

ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის პირველი სართული)
ტელ: (+995 431) 236060, 598 802227

ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა
ტელ: (+995 422) 293 293, 592700066

ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge
Facebook: https://www.facebook.com/www.pdcgeo.ge.Tbilisi
ელ-ფოსტა: info@pdcgeo.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე