მექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მექანიკოსი
მომწოდებელი: ბეიქჰაუსი
გამოქვეყნდა: 14 ივნ / ბოლო ვადა: 14 ივლ
უკვე 15 წელია "ბეიქჰაუსი" (http://bakehouse.ge/) მომხმარებელს მრავალფეროვან, უნიკალური გემოს მქონე პროდუქტს სთავაზობს. სწრაფი, განსაკუთრებული, გამოცდილი - "ბეიქჰაუსი" მუშაობს იმისთვის, რომ იყოს თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი. დღეს "ბეიქ ჰაუსი"-ს პროდუქციის შეძენა 500-მდე ობიექტშია შესაძლებელი, როგორც ქსელურ, ისე არაქსელურ მარკეტებშიც.

"ბეიქჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერის ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** პუნქტუალობა
** პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა

ძირითადი მოვალეობები:

** დანადგარების მექანიკური შეკეთება (საკისრების, ჯაჭვები, ბოლტების, ხრახნების და სხვა მექანიკური ნაწილის შეცვლა და შეკეთება, საცხებ-საპოხი მასალების შეცვლა),
** დანადგარების პროფილაქტიკური მოვლა-პატრონობა
** დანადგარების მართვის პულტთან, მათ შორის პროგრამულ touch-screens-ზე მუშაობა

დამატებითი ინფორმაცია:

** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
** სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვებით

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@c-team.ge და გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: მექანიკოსი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე