ბროკერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბროკერი
მომწოდებელი: Makler.ge
გამოქვეყნდა: 14 ივნ / ბოლო ვადა: 14 ივლ
უძრავი ქონების კომპანია "Makler.ge" აცხადებს ვაკანსიას ბროკერის პოზიციაზე.

უძრავი ქონების კომპანია "Makler.ge" წამყვანი კომპანიაა საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე. ის დაარსდა 2004 წლის თებერვალში და დაარსების დღიდან მაღალკვალიფიციური სპეციალისტების საშუალებით ახორციელებს ყველა იმ ოპერაციას, რაც უძრავ ქონებასთან არის დაკავშირებული, მაქსიმალურად სწრაფად, ხარისხიანად და პირველად საქართველოში ევროპული სტანდარტების სრული დაცვით.

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 66
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო დღეები/საათები: ყოველდღე, კვირა დღის გარდა 11:00-18:00
ადგილების რაოდენობა: 3

სამუშაოს მიზანი: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციებით დაინტერესებული პირებისთვის პროფესიონალური მომსახურების გაწევა, მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა, კომპანიისა და პირადი, როგორც საერთო, მიზნების მიღწევისთვის მუშაობა.

ძირითადი მოვალეობები:

** უძრავი ქონების შესახებ კომპანიის ვებ გვერდზე არსებული განცხადებების დეტალურად შესწავლა, მუდმივი განახლება და ინფორმაციის დახვეწა.
** უძრავი ქონებისთვის ფოტოების გადაღება, ვებ გვერდზე განთავსება
** დაიტერესებული პირის მოთხოვნების შესაბამისად ბაზაში არსებული უძრავი ქონების რესურსის შეთავაზება დროულად
** დაინტერესებულ პირთათვის ამომწურავი კონსულტაციის გაწევა, როგორც სატელეფონო, ელექტრონული ფოსტით, ისე პირისპირ გასაუბრების გზით
** მსურველთათვის თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება
** უძრავი ქონებით დაინტერესეულ პირებთან მუდმივი კომუნიკაცია და შუამდგომლობა
** დაინტერესებულ პირებთან ეფექტური საქმიანი და პიროვნული ურთიერთობის დამყარება.

ძირითადი მოთხოვნებები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია უძრავ ქონებასთან და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ელექტრონული ფოსტისა და ინტერნეტის კარგად ცოდნა
** ქართული ენის ძალიან კარგად, რუსული და ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

უნარები და პიროვნული თვისებები:

** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების, დროის მართვის უნარი
** ინფორმაციის სწრაფად მოძიების, პრიორიტეტების გამოყოფის, ანალიზისა და ლოგიკურად დაკავშირების უნარი
** კომუნიკაციიის უნარი
** პრეზენტაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობის უნარი
** სიახლისადმი და პროფესიული განვითარებისადმი მზაობა.

"მაკლერ.ჯი" გთავაზობთ:

** ყველაზე აქტუალურ, თანამედროვე, საინტერესო და პასუხისმგებლიან სამუშაოს
** პროფესიული განვითარებისა და მაღალი ანაზღაურების შესაძლებლობას
** კეთილგანწყობილ თანამრომლებს და სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
** ჩვეული რუტინული ცხოვრების რადიკალურად უკეთესობისკენ შეცვლის შესაძლებლობას!

ანაზღაურება: დამოკიდებულია ბროკერის მიერ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების რაოდენობასა და ღირებულებაზე, პროცენტული და ასევე ბონუსური ანაზღაურებით.

დამატებითი ინფორმაცია:

ბროკერთა შესარჩევი კონკურსი გაიმართება ორ ეტაპად:

** რეზიუმეების (CV) გადარჩევა მითითებული ძირითადი მოთხოვნების მიხედვით
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ქართულ ენაზე, და სამოტივაციო წერილი, შემდეგ მისამართზე: office@makler.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: (+995 32) 2 471020, ან ეწვიეთ საიტს: www.makler.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე