ტექნიკური ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტექნიკური ინჟინერი
მომწოდებელი: მადარტ
გამოქვეყნდა: 14 ივნ / ბოლო ვადა: 20 ივნ
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. მადარტის უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებელის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

შემოუერთდი "მადარტის" გუნდს და გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ტექნიკური ინჟინრის პოზიციაზე!

ფუნქცია-მოვალეობები:

** ელ. მოწყობილობების მონტაჟი, აწყობა, გამოცდა და ტექნიკური მომსახურება;
** ელ. მოწყობილობების შეკეთება, ექსპლუატაციის რეკონსტრუქციისა და ახალი ელ. მოწყობილობების განვითარებისთვის ტექნიკური სპეციფიკაციების შემუშავება;
** მასალების, სათადარიგო ნაწილების და აღჭურვილობის შეძენისათვის აუცილებელი გათვლები და განაცხადების შედგენა;
** საოფისე ინვენტარის ინსტალაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;
** ტექნიკური მომსახურების გაწევა როგორც ადგილზე, ასევე ობიექტებზე გასვლით;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება

უნარები:

** შედეგებზე ორიენტაცია;
** კომუნიკაციისა და გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სამუშაო დროის დაგეგმვა და ეფექტური განაწილება;

ძირითადი მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (სასურველია);
** რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 ივნისამდე ელექტრონულ მისამართზე: hr@madart.ge. გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე