ERP ბიზნეს პროცესების ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ERP ბიზნეს პროცესების ანალიტიკოსი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 14 ივნ / ბოლო ვადა: 14 ივლ
სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" ეძებს კადრს ERP ბიზნეს პროცესების ანალიტიკოსის პოზიციაზე.

"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო კომპანია, რომელიც აწარმოებს სამოქალაქო და ინფრასტრუქტურულ მშენებლობას საქართველოს მასშტაბით. ჩვენ უკვე მრავალი წელია ვმუშაობთ დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად და ვაძლევთ თანამშრომლებს როგორც საერთაშრისო, ასევე ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.primeconcrete.ge

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: არასრული

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ბიზნეს პროცესების აღწერა, დამუშავება;
** კომპანიის ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების კუთხით რეკომენდაციების შემუშავება;
** ERP პროგრამასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა;
** კომპანიის ბიზნეს პროცესების პროგრამულად ასახვის საჭიროების ანალიზი;
** კომპანიის თანამშრომლებისთვის პროგრამის ფუნქციების განმარტება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პროექტებზე, სასურველია წარმოების კუთხით;
** სასურველია ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
** ERP სტანდარტული გადაწყვეტილებების ცოდნა.

უნარები:

** ანალიტიკური უნარები;
** კომპიუტერული უნარები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@primeconcrete.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე