კლიენტთა მრჩევლის რეზერვი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კლიენტთა მრჩევლის რეზერვი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 14 ივნ / ბოლო ვადა: 22 ივნ
"კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მრჩევლის პოზიციაზე.

კლიენტთა მრჩეველი პასუხისმგებელია სს "კრედო ბანკის" (კრედო) სერვისცენტრების საბანკო მომსახურების გაწევაზე, კრედოს მიზნების, მისწრაფებების და სამუშაო სტრატეგიიდან გამომდინარე. მოვალეობები შეიცავს საცალო/საკრედიტო ფუნქციების ყოველდღიურ შესრულებას. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციურ, სასიამოვნო გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტს;
** პროფესიულ ტრენინგებს და მასტერკლასებს.

ძირითადი მოვალეობები:

** კანდიდატის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალობის დაცვა;
** სამუშაო ადგილისთვის აუცილებელი მატერიალურ/ტექნიკური ბაზის გამართულად მუშაობის კონტროლი და მათი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
** კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა;
** კლიენტების კონსულტაცია და დახმარება საბანკო დოკუმენტაციის შევსებაში, რაც არ გულისხმობს მათ ნაცვლად საბანკო დოკუმენტაციის შევსებას;
** კლიენტებისთვის ვადიანი ანაბრების და ანგარიშების გახსნა და მათთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
** კლიენტებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება და სასესხო განაცხადის დარეგისტრირება;
** სესხის გაცემასთან და დაფარვასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
** ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ნაღდი ფულის შემოტანის/გატანის, კონვერტაციის მომსახურების გაწევა ნებადართულ ვალუტაში/ებში განსაზღვრული ლიმიტების შესაბამისად;
** სალარო და სავალუტო საგადახდო დავალებების მიღება და შესრულება;
** უნაღდო კონვერტაციების შესრულება კლიენტისგან მიღებული განაცხადის საფუძველზე;
** საჭიროების შემთხვევაში, სერვისცენტრის სხვა პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელთა შეცვლა, მათი არყოფნის დროს;
** სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც შესაძლოა დაევალოს ზედამხედველის მიერ.

ცოდნა და კვალიფიკაცია:

** სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel);
** ქართულ ენაზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ძლიერი ორგანიზაციული უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** თვითმოტივირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ქართულ ენაზე და "ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი"-ს ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია, ან გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (მაგ. "კლიენტთა მრჩეველის რეზერვი თბილისში").

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 22 ივნისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე