განვადების ოფიცერი - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: განვადების ოფიცერი - კახეთი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 14 ივნ / ბოლო ვადა: 22 ივნ
სს "კრედო ბანკი" არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ მიიღო საბანკო საქმიანობის შესახებ ლიცენზია. სს "კრედო ბანკის" ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. სს "კრედო ბანკი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

თანამდებობა: განვადების ოფიცერი კახეთის ქალაქებში
სამუშაო ადგილი: თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი, წნორი, დედოფლისწყარო, გურჯაანი, საგარეჯო

თუ ხარ მოტივირებული, კომუნიკაბელური, ენერგიული ადამიანი, გაქვს უმაღლესი განათლება ან სტუდენტის სტატუსი და გსურს შეიძინო უნარები მომსახურებისა და გაყიდვების სფეროში, განვითარდე და გახდე წარმატებული ბანკის წარმატებული თანამშრომელი, შემოგვიერთდი.

ჩვენ გთავაზობთ:

** დასაქმებას საკუთარ ქალაქში წარმატებულ, ზრდაზე ორიენტირებულ ბანკში;
** გუნდურ სამუშაო გარემოს;
** მომსახურებისა და გაყიდვების ტრენინგებს;
** დაწინაურებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას.

აუცილებელი მოთხოვნები:

** იყოთ აქტიური და კომუნიკაბელური;
** გაინტერესებდეთ და მოგწონდეთ კლიენტის მომსახურება;
** მოიზიდოთ მომხმარებელი;
** გამოიყურებოდეთ პრეზენტაბელურად.

ძირითადი მოვალეობა და პასუხისმგებლობა:

** კრედო ბანკის პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაციის დამყარება კონტრაქტორ მაღაზიებში;
** კლიენტისათვის საგანვადებო პროდუქტების შეთავაზება;
** კლიენტისათვის პროდუქტის დადებითი მახასიათებლების გაცნობა;
** დამტკიცებული განვადების ადგილზე გაცემა;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთა მოზიდვის მიზნით აქციებში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულებაში დახმარება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე. "ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი"-ს ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია და ქალაქი, მაგალითად, "განვადების ოფიცერი ყვარელში".

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 22 ივნისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე