საზაფხულო სკოლა
 
ყველა სხვა განცხადება ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საზაფხულო სკოლა
მომწოდებელი: თავისუფალი უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 13 ივნ / ბოლო ვადა: 8 ივლ
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად საზაფხულო სკოლაში თემაზე "პროპორციულობის პრინციპი თანასწორობის უფლების პრაქტიკაში".

საზაფხულო სკოლის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა თანასწორობის უფლებასთან დაკავშირებით, ასევე მოხდება კანადის, აშშ-ის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის რელევანტური სასამართლო პრაქტიკის შედარებითი ანალიზი.

საზაფხულო სკოლა ტარდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID/PROLoG) პროგრამის ფარგლებში. სკოლა, ასევე, მხარდაჭერილია GIZ-ის "ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების" პროგრამის მიერ.

საზაფხულო სკოლა გაიმართება ქ. ბათუმში, 2018 წლის 9-13 სექტემბერს. სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის მე-3 და მე-4 კურსის და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს. მონაწილეობის წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

სკოლის ფარგლებში ლექციებს გაუძღვებიან: ქრეიგ მარტინი - ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, დავით ზედელაშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ეკატერინე ლომთათიძე - ადამიანის უფლებათა სამართლის ექსპერტი და სხვა მოწვეული ლექტორები.

მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი: საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და შესაბამის ველში ატვირთონ CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 8 ივლისი. მონაწილეები შეირჩევიან CV-ის და გასაუბრების საფუძველზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ელფოსტა: i.gvaramadze@freeuni.edu.ge
ტელეფონი: 577283481
 
ყველა სხვა განცხადება ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე