ქსელის საოპერაციო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქსელის საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: კოფისტა
გამოქვეყნდა: 14 ივნ / ბოლო ვადა: 8 ივლ
Coffee Shop-ების ქსელი "Coffeesta" (https://www.facebook.com/coffeestaGeo/) აცხადებს ვაკანსიას ქსელის საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "კოფისტა" 2015 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე, ფლობს 6 ობიექტს თბილისის ცენტრალურ ნაწილსა და სავაჭრო ცენტრებში. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა ცივი და ცხელი სასმელების რეალიზაცია.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის განხრით
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება Food Service-ის მიმართულებით
** პერსონალის მართვის გამოცდილება
** მინიმუმ 1 უცხო ენის ცოდნა აუცილებელი პირობაა
** სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის და სტანდარტების ცოდნა
** ფინანსური, საბუღალტრო და სააღრიცხვო დოკუმენტაციის ცოდნა
** საოპერაციო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
** Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** შრომისუნარიოანობა, შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და ლიდერობა სასურველია იყოს თანდაყოლილი თვისებები.

მოვალეობები:

** ქსელში შემავალი 6 ობიექტის ფუნქციონირების უზრუნველყოფა
** ობიექტების მენეჯერების კოორდინაცია და მართვა
** მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და მართვა
** ქსელის არსებული სტანდარტების დაცვის კონტროლი და ახალი სტანდარტების დანერგვა
** არსებული სამოტივაციო და საბონუსე სისტემების ადმინისტრირება
** გაყიდვების ზრდის უზრუნველსაყოფად ღონისძიებების განხორციელება
** გაყიდვების გეგმების მომზადებაში მონაწილეობა და მათი შესრულების უზრუნველყოფა
** ასორტიმენტის მართვა და ახალი პროდუქტების და ახალი აქციების შექმნა
** ობიექტების მარაგების დაგეგმარებაში და პროგნოზირებაში მონაწილეობა
** ლოჯისტიკის და მომარაგების სამსახურის კოორდინაცია
** ტექნიკური სამსახურის კოორდინაცია
** პლანოგრამების შემუშავება და მერჩენდაიზინგის სტანდარტების განახლება
** მომწოდებლებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება
** მომხმარებელთან უკუკავშირის აწყობა და მასზე რეაგირება
** ინტერიერის და ექსტერიერის ვიზუალური მხარის კონტროლი
** სეს-ის სტანდარტების მიხედვით ობიექტების მართვის და კონტროლი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobsin.geo@gmail.com

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 8 ივლისი, 2018 წ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე