ტენდერი ავტომობილის გაყიდვაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი ავტომობილის გაყიდვაზე
მომწოდებელი: გადავარჩინოთ ბავშვები
გამოქვეყნდა: 12 ივნ / ბოლო ვადა: 6 ივლ
თანდართული ფაილი: 179328-save.zip
ორგანიზაცია "Save the Children International"-ის წარმომადგენლობითი ოფისი საქართველოში აცხადებს ტენდერს ავტომობილის გაყიდვაზე.

1. აღწერილობა:

** მოდელი: Land Cruiser;
** მწარმოებელი: ტოიოტა;
** კატეგორია: ჯიპი;
** საწვავის ტიპი: დიზელი;
** ძრავის მოცულობა: 4200;
** წამყვანი თვლები: 4X4;
** შასის ნომერი: JTEEB71J607004380;
** გარბენი: 232000კმ;
** ფერი: თეთრი;
** გამოშვების წელი: 2008;
** გადამცემთა კოლოფი: მექანიკა;
** მდგომარეობა: კარგ მდგომარეობაში;
** სტატუსი: განუბაჟებელი;

ავტომობილის მინიმალური ღირებულებაა 10.000 აშშ დოლარი (ნაღდი ფული ავანსად), რომელიც გასხვისდება შემდეგი პრინციპის თანახმად:

"ვღებულობ იმ პირობით, რომ მომავალში პრეტენზიები არ მიიღება". თანხის გადარიცხვა მოხდება ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი ფასის გადამხდელი შეტყობინების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში ვერ გადაიხდის გასაყიდ ფასს, შეტყობინება გაეგზავნება შემდეგი მაღალი ფასის გადამხდელს. შესყიდვის ფასის გარდა, მყიდველი ვალდებულია დაფაროს ხელახალი რეგისტრაციისა და განბაჟების ხარჯი.

Save the Children International-ის წარმომადგენლობითი ოფისი საქართველოში იტოვებს უფლებას, მიიღოს ან უარყოს ნებისმიერი შემოთავაზება ან გააუქმოს ის, მთლიანად ან ნაწილობრივ, შეაჩეროს კონკურსი და უარყოს ყველა შემოთავაზება. "გადავარჩინოთ ბავშვები" იტოვებს უფლებას უარი უთხრას ნებისმიერ განმცხადებელს.

Save the Children International-ის წარმომადგენლობითი ოფისი საქართველოში მიიღებს მხოლოდ დალუქულ კონვერტით წარმოდგენილ სატენდერო წინადადებებს.

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს:

** სახელი, გვარი;
** მისამართი;
** საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
** შემოთავაზებული ფასი აშშ დოლარი.
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი

ავტომობილის ნახვა შესაძლებელია ორგანიზაციის მისამართზე: თბილისი, მიცკევიჩის ქუჩა 27ბ, მე-4 სართული. ტენდერში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ დაუკავშირდით ორგანიზაციის წარმომადგენელს, ლოჯისტიკის ოფიცერს დავით მდივნიშვილს შემდეგ ნომერზე 595 22 03 90 სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან-პარასკევამდე)10:00-17:00საათამდე. ელფოსტა: dato.mdivnishvili@savethechildren.org

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადა: 2018 წლის 6 ივლისი 15:00საათამდე. მისამართზე: თბილისი, მიცკევიჩის ქუჩა #27ბ, მე-4 სართული.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე