ტრენინგ-სემინარი ჟურნალისტებისათვის
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგ-სემინარი ჟურნალისტებისათვის
მომწოდებელი: UGMRD
გამოქვეყნდა: 11 ივნ / განახლდა: 11 ივნ / ბოლო ვადა: 20 ივნ
კონსორციუმი - საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების კავშირი (UGMRD) და კავკასიის ჟურნალისტთა ცენტრი (CCFJ) პროექტის "ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ რეგიონის განვითარების სტრატეგიული მიზნების შესაბამისი ამოცანების შესრულების მონიტორინგი"-ს ფარგლებში აცხადებს კონკურსს დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ჟურნალისტებისათვის.

პროექტის მიზანია: ლენტეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობის გააქტიურება რათა თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ კონკრეტული პრობლემების გადაჭრაში.

კონკურსით შერჩეული ჟურნალისტები მონაწილეობას მიიღებენ ტრენინგ-სემინარებში ქვემო სვანეთში: დაბა ლენტეხში და ქვემო სვანეთის 3 სოფელში:

** ივლისის თვეში დაბა ლენტეხში გაიმართება 2-დღიანი ტრენინგ-სემინარი, ასევე განხორციელდება გასვლა კურორტ მუაშთან მდებარე სოფელ სასაშში, სადაც გაიმართება სადისკუსიო შეხვედრა მოსახლეობასთან;
** აგვისტოში მოეწყობა სკაიპ-კონფერენცია ჩოლურის თემის ახალგაზრდობასთან;
** სექტემბერში მოეწყობა სადისკუსიო შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ ხელედში;
** ოქტომბერში მოეწყობა სადისკუსიო შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ რცხმელურში.
** ჟურნალისტების ტრანსპორტირების, სასტუმროში განთავსების და კვების ხარჯებს გაიღებს პროექტის განმახორციელებელი კონსორციუმი.

საკონკურსო მოთხოვნები ჟურნალისტებისათვის:

** სიღრმისეული რეპორტინგის გამოცდილება და შესაბამისი კომპეტენცია;
** სვანეთში არსებული პრობლემების მედია-გაშუქების ინტერესი.

შერჩეულ ჟურნალისტებთან გაფორმდება მემორანდუმები და ტრენინგ-სემინარებიდან თავიანთ სამუშაო ადგილებზე დაბრუნების შემდეგ, მათ ექნებათ ვალდებულება შექმნან მედია-პროდუქცია განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.

პროექტში მონაწილეობის მსურველმა ჟურნალისტებმა 20 ივნისამდე უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე: mtianiregionebi@yahoo.com; tsotne_museliani@yahoo.com

საკონტაქტო პირი - ცოტნე მუსელიანი, ტელ: 598 300 611;

გასაუბრება ჩატარდება ქუთაისში მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" (2017 -2020) ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.

კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ. პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს საზოგადოებრივი ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან.

პროექტის ფარგლებში 45 თვის განმავლობაში განხორციელდება 110-ზე მეტი აქტივობა, გაიცემა 79 გრანტი, რომლითაც ისარგებლებს საზოგადოების სულ მცირე 5000 წარმომადგენელი მთელი საქართველოს მასშტაბით. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 5.07 მილიონ ევროს (ევროკავშირის თანამონაწილეობა 3.8 მილიონი ევრო).
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე