მოწვევა სურსათის უვნებლობის ექსპერტებისთვის
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოწვევა სურსათის უვნებლობის ექსპერტებისთვის
მომწოდებელი: ევროპის ფონდი
გამოქვეყნდა: 9 ივნ / ბოლო ვადა: 27 ივნ
თანდართული ფაილი: 178971-food-safety-experts.zip
"ევროპის ფონდი" იწვევს სპეციალისტებს იმ სურსათის საწარმოების სურსათის უვნებლობისა და ეტიკეტირების მოთხოვნებთან მიმართებაში შესამოწმებლად, რომლებიც მონაწილეობენ ევროპის ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში "2018 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო" (საკონკურსო განცხადება და კონკურსის მონაწილე საწარმოთა ჩამონათვალი იხილეთ დანართ 1-სა და დანართ 2-ში).

შესასრულებელი სამუშაო ან დავალება:

** სპეციალისტებმა წლის განმავლობაში უნდა განახორციელონ კონკურსის მონაწილე საწარმოების სამჯერ გაუფრთხილებლად შემოწმება.
** სპეციალისტებმა უნდა შეარჩიონ საწარმოთა მიერ რეალიზაციისათვის განკუთვნილი სურსათის ნიმუშები, რომელთაც ჩაუტარდება ლაბორატორიული ანალიზი შემოწმების შესაბამისი პარამეტრებით.
** წლის განმავლობაში თითოეული საწარმოს სამი სხვადასხვა სასურსათო პროდუქტის ლაბორატორიული შემოწმება უნდა მოხდეს.
** თითოეული შემოწმებისა და ლაბორატორიული ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, სპეციალისტმა უნდა მოამზადოს დასკვნა.
** საწარმოთა შეფასება უნდა მოხდეს საქართველოში მოქმედი უვნებლობისა და ეტიკეტირების მოთხოვნებთან შესაბამისად. შემოწმებებისა და ლაბორატორიული ანალიზების შედეგები მკაცრად კონფიდენციალური უნდა იყოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქართველოს კანონმდებლობით სპეციალისტს განსხვავებული ვალდებულებები ეკისრება.

მოთხოვნები სპეციალისტის მიმართ:

განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს. პარლამენტის და მთავრობის წევრის, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელის, საჯარო დაწესებულების (მათ შორის, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიების) თუ სახელმწიფო (მათ შორის ადგილობრივი) ხელისუფლების მიერ შექმნილ არაკომერციულ ორგანიზაციების და იქ დასაქმებული პირების, და ასევე პოლიტიკური პარტიების თანამდებობის პირებს განცხადებას ფონდი არ განიხილავს. სპეციალისტებს არ უნდა ჰქონდეთ ინტერესთა შეუთავსებლობა იმ საწარმოთა მიმართ, რომელთა შემოწმება დაევალებათ.

შესარჩევად წარსადგენი ინფორმაცია:

** განმცხადებლებმა ევროპის ფონდში შემდეგი დოკუმენტები უნდა წარადგინონ (ქართულ ან ინგლისურ ენაზე):
** სპეციალისტის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების დეტალური აღწერილობა. მათ შორის, იმ საწარმოთა ჩამონათვალი, რომელთათვისაც სპეციალისტს მომსახურება აქვს გაწეული.
** შემოთავაზებული ბიუჯეტი, რომელიც უნდა მოიცავდეს სპეციალისტის შრომის ანაზღაურებასა და მგზავრობის ხარჯებს. ლაბორატორიული შემოწმებების ხარჯებს უშუალოდ ევროპის ფონდი დაფარავს;
** სამი რეკომენდატორი და მათი საკონტაქტო ინფორმაცია.

შერჩევის პროცესი:

წარმოდგენილ განაცხადებს ევროპის ფონდის ხელმძღვანელები, პროგრამის თანამშრომლები და, საჭიროების შემთხვევაში, მოწვეული ექსპერტები განიხილავენ. განხილვის პროცესში განმცხადებელს შეიძლება დამატებითი ინფორმაციის მოწოდება მოეთხოვოს, რისთვისაც მას 3 სამუშაო დღე მიეცემა.

შერჩევის კრიტერიუმები:

** წინამდებარე განცხადების პირობებთან შესაბამისობა;
** სპეციალისტის კვალიფიკაცია და გამოცდილება;
** მომსახურების ბიუჯეტის ხარჯთეფექტიანობა.

განაცხადების წარდგენის პროცედურები:

განაცხადები უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: lberdzuli@epfound.ge. გზავნილის საგნის ველში, გთხოვთ მიუთითოთ: "განაცხადი სურსათის საწარმოთა შესამოწმებლად."

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 27 ივნისი.
განმცხადებლები ფონდისაგან წერილობით პასუხებს მიიღებენ არაუგვიანეს 2018 წლის 20 ივლისისა.

საკონტაქტო პირი: ლელა ბერძული, პროგრამის თანაშემწე
ელ-ფოსტა: lberdzuli@epfound.ge
ტელ.: 225 39 42/43.

"ევროპის ფონდის" შესახებ:

"ევროპის ფონდის" მისიაა პრაქტიკული პროგრამებით საშუალება მისცეს მოქალაქეებს ზეგავლენა მოახდინონ ცვლილებებზე სოციალური სამართლიანობისა და ეკონომიკური აღმშენებლობისათვის, რათა გაუმჯობესდეს მათი და მათ გარშემო მყოფთა ცხოვრება. ამ მისიის შესასრულებლად, ევროპის ფონდი ხელს უწყობს მოქალაქეებისა და ინსტიტუტების გაძლიერებას, აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სექტორთან და მათთან დიალოგის საფუძველზე საზოგადოებისთვის დადებით ცვლილებს ახდენს. ფონდის წამყვანი პროგრამებია: თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისათვის, ევროპული ინტეგრაცია, ახალგაზრდული ინტეგრაცია, სოციალური მეწარმეობის განვითარება და ღია კარის საგრანტო პროგრამა. მთლიანობაში ეს პროგრამები ხელს უწყობს ფონდის მისიის განხორციელებას და პოზიტიური ცვლილებების განხორციელების მიზნით, საქართველოს მოქალაქეების ჩართვას სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში.

ევროპის ფონდის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ ვებ.გვერდს: www.epfound.ge
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე