ტრენინგი - როგორ გავხდე სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი - როგორ გავხდე სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ProCursus
გამოქვეყნდა: 8 ივნ / ბოლო ვადა: 15 ივლ
ტრენინგი - როგორ გავხდე სამედიცინო წარმომადგენელი, მაშინაც კი, თუ არ მაქვს გამოცდილება?!

მათ, ვისაც აქვს სურვილი დაიწყოს სამედიცინო წარმომადგენლის კარიერა, მაგრამ არ ფლობს საჭირო უნარებს და არ გაქვს სამუშაო გამოცდილება გაყიდვებში, ვთავაზობთ საქართველოს მაშტაბით "ProCursus"-ის სასწავლო კურს/ტრენინგს, სადაც თქვენ შეიძენთ დღეისათვის არსებული საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სამედიცინო წარმომადგენელისათვის ყველა საჭირო თეორიულ ცოდნას და უნარებს, როლური თამაშებისა და ლექციების საშუალებით, ასევე ტრენინგის ფარგლებში თქვენ გეძლევათ საშუალება მიიღოთ სამუშაო გამოცდილება (სტაჟირება/პრაქტიკა) რეალურ გარემოში. სამუშაო გამოცდილებასთან ერთად თქვენ გეძლევათ ხელფასი და შანსი, რომ დაიბრუნოთ სწავლის საფასური.

ყველა ეტეპის დასრულების შემდეგ წარმატებულ კანდიდატებს გადაეცემა სარეკომენდაციო წერილი და ჩაუტარდება უფასო ტრენინგი "როგორ გავიაროთ გასუბრება წარმატებულად".

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2018 წლის 15 ივლისამდე, ელ-ფოსტაზე: grigorip@apa.ltd ან grigorip@procursus.co გამოაგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია:

** მოკლე რეზიუმე, სურათით;
** პასუხი კითხვაზე - რა არის ყველაზე საინტერესო რამ თქვენს შესახებ, რაც არ არის აღნიშნული თქვენს რეზიუმეში?
** პასუხი კითხვაზე - თუ შეგიძლიათ მოგვითხროთ სიტუაციაზე როდესაც შეასრულეთ ის სამუშაო რაც არასოდეს გაგიკეთებიათ მანამდე? როგორი გავლენა ქონდა მას თქვენზე? რა ისწავლეთ?
** პასუხი კითხვაზე - რა არის სამი რამ, რაც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია?
** პასუხი კითხვაზე - რა არის თქვენი მოტივაცია, რომ გახდეთ სამედიცინო წარმომადგენელი?
** გთხოვთ, დაგვისვათ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი კითხვა.

1-ელ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან რეზიუმეს და გამოგზავნილი ინფორმაციის საფუძველზე.

მე-2 ეტაპზე შერჩეული კანდიდატების მიხედვით მოხდება ჯგუფების დაკომპლექტება (ჯგუფში მაქსიმუმ 10 ადამიანი). დაკომპლექტებისას გათვალისწინებული იქნება კანდიდატების გეოგრაფიული მდებარეობა (ქალაქები) და მათთვის მისაღები დრო ტრენინგების ჩასატარებლად.

მე-3 ეტაპზე მიმდინარეობს თეორიული სწავლება და როლური თამაშები, ამ ეტაბის ბოლოს მოხდება ტესტირება და მხოლოდ ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ შეუძლია კანდიდატს დასკვნით მე-4 ეტაპზე გადასვლა.

მე-4 ეტაპზე კანდიდატი იწყებს რელურ სიტუაციაში მუშაობას მენტორების მეთვალყურეობის ქვეშ.

დიდი მადლობა ! რომ თქვენი არჩევანი შეაჩერეთ "ProCursus"-ის სასწავლო კურსზე!
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე