იდეების კონკურსი
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იდეების კონკურსი
მომწოდებელი: აფხაზეთი
გამოქვეყნდა: 7 ივნ / ბოლო ვადა: 20 ივნ
თანდართული ფაილი: 178796-chca.zip
ა(ა)იპ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს ბიზნეს იდეების კონკურსს სოციალური საწარმოების დასაფუძნებლად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს, საინიციატივო ჯგუფებს, ფიზიკურ პირებს და ასევე სამეწარმეო სუბიექტებს, რომლებიც შემდგომ დააფუძნებენ არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსის მქონე სუბიექტს.

საგრანტო კონკურსის მიზანია: საქართველოში სოციალური მისიის მქონე წარმატებული სოციალური საწარმოების დაფუძნება, სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა და ამ გზით სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი მოზარდების დასაქმების ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს შექმნა.

კონკურსი ცხადდება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის "საქართველოს მოწყვლადი მოზარდების ხელშეწყობა გახდნენ პროდუქტიული, სრულფასოვანი მოქალაქეები სწავლების, ტრენინგების და დასაქმების გზით" ფარგლებში. კონკურსის შედეგად მოხდება 4 საწარმოს დაფინანსება შემდეგ რეგიონებში: კახეთი, მცხეთა-მთიანეთი და შიდა ქართლი.

სოციალური მისიის მქონე, ბიზნეს იდეის ავტორებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ 2 ეტაპიან საგრანტო კონკურსში და გამარჯვების შემთხვევაში მიიღონ დაფინანსება 10 000 - 17 000 ევროს (ექვივალენტი ლარებში) ფარგლებში (ბიზნეს სუბიექტებისათვის სავალდებულოა გრანტის მოცულობის 10% თანადაფინანსებით უზრუნველყოფა). პროექტი არ აფინანსებს უძრავი ქონების შეძენის და მისი ღირებულების გაზრდის ღონისძიებებს.

აღნიშნული კონკურსის პირველი ეტაპია: სოციალური მეწარმეობის იდეების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არასამეწარმეო და სამეწარმეო ორგანიზაციებს, ფიზიკურ პირებს და საინიციატივო ჯგუფებს. ბიზნეს იდეების კონკურსისათვის საპროექტო განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონულად თანდართული სააპლიკაციო ფორმის შესაბამისად (განსხვავებული ფორმით შევსებული და დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება) ელ. ფოსტის საშუალებით, მისამართზე: procurement@chca.org.ge ან კითხვების შემთხვევაში ტელ: 598854856 (ბიზნეს კონსულტანტი თორნიკე ხმალაძე).

ბიზნეს იდეების კონკურსისათვის განაცხადების შემოტანის საბოლოო ვადაა: 20 ივნისი, 18:00 საათი.

რა არის სოციალური მეწარმეობა: ჩვეულებრივი ბიზნესისაგან განსხვავებით, რომლის ძირითადი ამოცანა მოგების მიღებაა, სოციალური მეწარმე ცდილობს მოგება მიმდინარე საერთო პრობლემების გადაწყვეტასთან უშუალოდ, პირდაპირ მიაბას და მას დაუქვემდებაროს. მისთვის მოგება მნიშვნელოვანი მოტივაციაა, მაგრამ უმთავრესი არსებული საზოგადოებრივი პრობლემების სტრუქტურული გადაჭრა და პრობლემების გამომწვევი კონტექსტის შეცვლაა. სოციალური მეწარმე ამისათვის ხშირად ინოვაციურ და ნოვატორულ მიდგომებს იყენებს და სამეწარმეო პრინციპებს ეყრდნობა. "სოციალური მეწარმე არა მხოლოდ ეხმარება სხვებს, არამედ აძლიერებს მათ განათლების, ახალი უნარ-ჩვევების გადაცემის, ახალი კონტექსტების შექმნით. ამიტომაც გახდა ასეთ მიდგომები საინტერესო განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციებისთვისაც, რადგანაც იგი დახმარების ფულის ეფექტური ინვესტირების საშუალებას იძლევა" (ჯეფრი ჩერჩი: სოციალური მეწარმეობა).

პროექტის განხორციელების რეგიონებია: მცხეთა-მთიანეთი (ქ.მცხეთა და საგურამო), კახეთი (ქ.თელავი) და შიდა ქართლი (ქ.გორი).

საბაზისო ინფორმაციის კვლევები შეგიძლიათ იხილოთ თანდართული ფაილის სახით.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე