ინგლისური ენის უფასო სწავლების კურსები
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინგლისური ენის უფასო სწავლების კურსები
მომწოდებელი: MGSDV - Youth for Democracy
გამოქვეყნდა: 5 ივნ / ბოლო ვადა: 5 ივლ
(ა)იპ "მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის" და ტრეინინგ-ცენტრ "ELCml"-ის ერთობლივი პროექტი: "ინგლისური ენის უფასო სწავლების კურსები".

"ELCml"-ი აცხადებს რეგისტრაციას მოსწავლე ახალგაზრდებისათვის, ზოგადი ინგლისური ენის სწავლების უფასო კურსებზე.

ორგანიზაცია გეგმავს უფასო სწავლების ჯგუფების გახსნას შემდეგი დონეების მიხედვით:

** Beginner
** Elementary.

დონის განსაზღვრა: ინგლისური ენის შესწავლის მსურველების დონის განსაზღვრა მოხდება ტესტირებისა (Placement Test) და გასაუბრების შედეგად.

სწავლების მეთოდები: შემუშავებული პროგრამა ეყრდნობა ინგლისური ენის შესწავლის ყველაზე ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ მეთოდიკას, რომელიც მოიცავს ოთხივე ენობრივი ასპექტის (კითხვა, მოსმენა, წერა, ლაპარაკი) განვითარებასა და ჩამოყალიბებას.

სწავლება უფასოა!
სახელმძღვანელოს შეძენის და სერთიფიკატის ხარჯი შეადგენს: 57 ლარს.
სწავლების ხანგრძლივობა: 6 კვირა.
პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

მიმდინარეობს რეგისტრაცია!

გთხოვთ, შეავსეთ ონლაინ რეგისტრაციის ფორმა: http://goo.gl/forms/GKVIyDiLQn ან დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ორგანიზაციის ოფისში, შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი, გალაქტიონ ტაბიძის 19/7
ტელ: (+995 32) 2990 957, (+995) 598 990958
ელ-ფოსტა: info@elcml.ge
ვებ-გვერდი: www.elcml.ge

ტრეინინგ-ცენტრი "ELCml" გისურვებთ წარმატებებს კარიერულ წინსვლაში!
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე