კურსი - Oracle Database 11g ადმინისტრირება
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კურსი - Oracle Database 11g ადმინისტრირება
მომწოდებელი: ასოციაცია გრენა
გამოქვეყნდა: 5 ივნ / ბოლო ვადა: 5 ივლ
საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია "გრენა" 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.

ასოციაცია "გრენა"-ს საქმიანობა ხორციელდება შემდეგი ძირითადი მიმართულებით:

** მომხმარებლებისთვის IT სფეროში სერვისების მიწოდება და ახალი, ინოვაციური სერვისების დანერგვა.
** სწავლება საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
** სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროექტების მომზადება და განხორციელება.
** მომხმარებლებისთვის პროგრამული პროდუქტების და კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებების მიწოდება.
** ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა.

ასოციაცია "გრენა" გთავაზობთ კურსს - "Oracle Database 11g Administration I".

კურსის შინაარსი:

1. ბაზის ინსტალაცია, როგორც ფაილურ ასევე ASM (Automatic Storage Management) სისტემებზე (Windows და Linux ოპერაციულ სისტემებზე);
2. ორაკლის ბაზის არქიტექტურის და მასთან დაკავშირებული კომპონენტების განხილვა, მათი მუშაობის პრინციპის განსაზღვრა;
3. ბაზის სისტემურ ცხილებთან მუშაობა, ინიციალიზაციის პარამეტრების მართვა, ეგზემპლიარის ბაზასთან მიმართვის რეჟიმების დიფერენციაცია;
4. ბაზის ფიზიკური ფაილების ასევე სქემა ობიექტების შექმნა და მათი მუშაობის პრინციპების განხილვა;
5. ბაზაში მომხმარებლების შექმნა და მართვა, აუდიტი;
6. Undo management-ის მართვა, Flashback ტექნოლიგიის გამოყენება;
7. ბაზის ტუნინგი, წარმადობის გაზრდა (AWR, ADDM, ASM);
8. ბაზის რეზერვი და აღდგენის მეთოდები RMAN-ის გამოყენებით;
9. ბაზის კლონირება (Database Duplication);
10. ბაზის ექსპორტი/იმპორტი expdp/impdp-ის გამოყენებით;
11. Database Troubleshooting;
12. ვერსიის განახლება;

კურსი ეფუძნება თეორიას და პრაქტიკულ მეცადინეობას;
კურსის ხანგრძლივობა 2 თვე
კვირაში 2-ჯერ; ლექციის ხანგრძლივობა: 2 საათი.
კურსის საფასური: 600 ლარი. 20% ფასდაკლება მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის.

დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ მისამართზე: http://academy.grena.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე