ტენდერი სადემონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე
 
ყველა ტენდერი ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი სადემონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე
მომწოდებელი: ფიზიკური პირი
გამოქვეყნდა: 2 ივნ / ბოლო ვადა: 25 ივნ
თანდართული ფაილი: 178153-tenderforhouse.zip
ფიზიკური პირი აცხადებს ტენდერს თბილისში, ტაბახმელაში მდებარე კერძო სახლის სადემონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე.

წინამდებარე ტენდერის მიზანია, ტენდერის საფუძველზე შერჩეულ იქნას პირი, რომელიც განახორციელებს კერძო სახლის (შემდგომში სახლი) დემონტაჟს, ამასთან, დემონტაჟის შედეგად მიღებული მასალისა და ნარჩენების სრულად გატანას მიწის ნაკვეთიდან (ობიექტიდან). ტენდერის შედეგად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დამკვეთისა და შემსრულებლის მიერ განისაზღვრება სახლის დემონტაჟის შედეგად მისაღები/მიღებული მასალის სია, რომელის სრულად მიყიდვაც განხორციელდება შემსრულებლისათვის, ჯამში 1000 ლარის სანაცვლოდ.

წინამდებარე განცხადებას თან ერთვის:

** შესასრულებელი სამუშაოების და მასალის ჩამონათვალი მოცემულია სატენდერო განცხადების დანართ №1-ში, თუმცა აღნიშნული შესაძლოა დაკორექტირდეს მხარეთა შეთანხმებით;
** ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართ №2-ში;

დაინტერესებული კანდიდატები უფლებამოსილნი არიან განახორციელონ ადგილზე დათვალიერება ან მიიღონ ობიექტის ამსახველი ფოტო მასალა. აღნიშნულისათვის, გთხოვთ, მოგვწერეთ ან დაკვიკავშირდეთ წინამდებარე განცხადებაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე/ელ.ფოსტაზე.

დაინტერესებულმა კანდიდატმა ტენდერში მონაწილეობისათვის უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

** იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი იურიდიული პირია, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ან საიდენტიფიკაციო კოდი, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადობის მოწმობის ასლი.
** პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
** ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების სია.
** შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი, იმ შემთხვევაში, თუკი ადგილზე დათვალიერების შედეგად მის მიერ გამოვლენილ იქნა დამატებითი სამუშაოები, რაც არ არის მითითებული წინამდებარე განცხადების დანართ №1-ში.
** ადგილზე დათვალიერების შედეგად მის მიერ გამოვლენილი მასალის ჩამონათვალი, რაც დემონტაჟის შემდგომ სურს, რომ მას გადაეცეს საკუთრებაში;
** სამუშაოების შესრულების ვადა (შესრულების მთლიანი ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეს).

დამკვეთის მოთხოვნით, ასევე შესაძლებელია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე ტენდერში გამარჯვებულ პირს მოეთხოვოს სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადება თანდართულ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად, უნდა წარმოადგინონ 2018 წლის 2 ივნისიდან 2018 წლის 25 ივნისამდე, ელექტრონულად, ხელმოწერილი და დასკანერებული ფორმით ელ.ფოსტის მისამართზე: tenderforhouse@gmail.com ან მიაწოდონ დამკვეთს ამობეჭდილი და ხელმოწერილი სახით, რისთვისაც საჭიროა წინასწარ წინამდებარე განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე დაკავშირება.

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე დათვალიერებისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

ტელ.: 599 164910
ელ. ფოსტა: tenderforhouse@gmail.com
 
ყველა ტენდერი ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე