კონკურსი სამეცნიერო ნამუშევრების მიღებაზე
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონკურსი სამეცნიერო ნამუშევრების მიღებაზე
მომწოდებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 1 ივნ / ბოლო ვადა: 31 ივლ
ჟურნალი "საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა" აცხადებს სამეცნიერო ნამუშევრების მიღებას ჟურნალის მომდევნო ნომრებში (2018 წლის ბოლო - 2019 წლის დასაწყისი) დასაბეჭდად.

სამეცნიერო ნამუშევრების (სტატიების) წარდგენა შეუძლიათ სამართლის სფეროში მომუშავე მეცნიერებს, ექსპერტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.

ინფორმაცია ჟურნალის შესახებ:

"საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა" გამოიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ. ჟურნალი მოიცავს სტატიებს, ნარკვევებს, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა ანალიზს და ინფორმაციას მიმდინარე სამართლებრივი გადაწყვეტილებების შესახებ.

ინფორმაცია სტატიების წარდგენის მსურველთათვის თემატიკა:

ჟურნალის მომდევნო ნომრისთვის ავტორებს შეუძლიათ წარმოადგინონ სტატიები, რომელიც უკავშირდება:

** საკონსტიტუციო ან/და ადამიანის უფლებათა სამართალს, თანამედროვე გამოწვევებს და ტენდეციებს (საქართველოს ან/და უცხო ქვეყნების მაგალითები);
** საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ან სხვა საერთაშორისო ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს;
** პირადი ცხოვრებისა და პირადი მონაცემების დაცვას, მიმდინარე სამართლებრივი დისკუსიას, სასამართლო დავებს ან/და საერთაშორისო პრაქტიკას.

ტექნიკური ხასიათის მოთხოვნები:

** სტატიის წარმოდგენა შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
** სტატიას უნდა ახლდეს 100 სიტყვიანი აბსტრაქტი და ავტორის რეზიუმე;
** რედაქტირების დროს შესაძლებელია სტატიების ზომის და შინაარსის კორექტირება;
** სტატია მიიღება უშუალოდ ავტორებისაგან;
** სტატიის დაბეჭდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო კოლეგია;
** განსახილველად წარმოდგენილი ნაშრომი უნდა იყოს დასრულებული;
** ავტორებს პასუხი ეცნობებათ ნამუშევრის წარდგენიდან არა უგვიანეს ერთი თვისა;
** მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ ფორმატში (Microsoft Word *.doc) 3 000-დან - 6 000 სიტყვის ფარგლებში;
** სტატიის შერჩევისას განმსაზღვრელია ნამუშევრის ხარისხი და აქტუალურობა.

ციტირების სახელმძღვანელო სტანდარტებს გაეცანით შემდეგ ბმულზე: http://iliauni.edu.ge/uploads/other/2/2588.pdf

ჟურნალის რედაქციასთან დაკავშირება და ნაშრომების გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: clr@iliauni.edu.ge არა უგვიანეს 2018 წლის 31 ივლისისა
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე