კონკურსი ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონკურსი ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის
მომწოდებელი: ცენტრი თანადგომა
გამოქვეყნდა: 1 ივნ / ბოლო ვადა: 1 ივლ
საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი "თანადგომა" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "გაუმჯობესებული შესაძლებლობები პატიმრების, ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის" ფარგლებში იწვევს ჟურნალისტებს, ბლოგერებს და მედია-ორგანიზაციებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსის მიზანი:

კონკურსის მიზანია ქართულ მედია სივრცეში კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების, კერძოდ პატიმრების, პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების, მათ შორის ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებული პირებისათვის რეაბილიტაცია/რესოციალიზაციის პროგრამების პოპულარიზაცია და აღნიშნული პირების მიმართ არსებული სტიგმის შემცირება.

კონკურსის ძირითადი თემებია:

ა) "საზოგადოებაში დაბრუნება" - პატიმრების, ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის მნიშვნელობა მეორადი დანაშაულის პრევენციისათვის;
ბ) "დავსაჯოთ თუ ვუმკურნალოთ?" - ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთათვის მკურნალობისა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მნიშვნელობა ხანგრძლივი რემისიის (სიფხიზლის) მისაღწევად.

კონკურსის ნომინაციები და პრიზები:

კონკურსის შედეგად გამოვლინდება ოთხი გამარჯვებული მედია მასალა შემდეგ ნომინაციებში:

** ბლოგი ან სტატია ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში (თემა (ა) და თემა (ბ));
** ბლოგი ან სიუჟეტი სამაუწყებლო მედიაში (რადიო, ტელევიზია ან ონლაინ მედია) (თემა (ა) და თემა (ბ));
** თითოეულ თემაზე და თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული მედია მასალა, სადაც საუკეთესოდ წარმოჩინდა საკონკურსო საკითხები.
** თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრიზი 1200 ლარის ოდენობით.

მნიშვნელოვანია! ჟიური უფლებას იტოვებს, არ გამოავლინოს რომელიმე ნომინაციაში გამარჯვებული, თუ წარმოდგენილი ნაშრომები არ დააკმაყოფილებს კონკურსის პირობებს და შეფასების კრიტერიუმებს.

კონკურსის მოთხოვნები:

** საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა გამოქვეყნებული/გასული უნდა იყოს კონკურსის გამოცხადების შემდეგ პერიოდში - 1 ივნისიდან 31 ოქტომბრამდე, საქართველოში რეგისტრირებულ მედია საშუალებებში.
** კონკურსის დაწყებამდე გამოქვეყნებული/გასული მასალა არ განიხილება.
** აპლიკანტს უფლება აქვს, საკონკურსოდ წარმოადგინოს ერთი ან მეტი ნამუშევარი.
** ერთი და იგივე ნამუშევარი მხოლოდ ერთ თემასთან მიმართებაში განიხილება.

საკონკურსოდ წარდგენილი ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** მედია მასალა უნდა შეეხებოდეს საკონკურსო თემებს;
** მედია მასალაში კომპლექსურად და სიღრმისეულად უნდა იყოს გაშუქებული საკითხი;
** მედია მასალაში დაცული უნდა იყოს კონფიდენციალობა;
** მედია მასალა უნდა იყოს დაბალანსებული;
** მედია მასალაში დაცული უნდა იყოს ჟურნალისტიკის სტანდარტები და ეთიკის კოდექსი.
** ნაშრომი, რომელიც არ დააკმაყოფილებს მითითებულ პირობებს, არ განიხილება საკონკურსოდ.

კონკურსში მონაწილეობის უფლება:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს (ჟურნალისტს/ბლოგერს) და მედია ორგანიზაციას, რომელმაც საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა გამოაქვეყნა საქართველოში რეგისტრირებულ მედია საშუალებაში.

კონკურსის ვადები:

** ნამუშევრების გამოქვეყნების/მიღების ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი 2018 წელი. დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება.
** გამარჯვებული გამოვლინდება განაცხადების მიღების დასრულებიდან 45 დღის ვადაში, 2018 წლის 15 დეკემბრამდე.

საპროექტო განაცხადის წარდგენა:

საკონკურსოდ წარმოდგენილი უნდა იყოს:

** საკონკურსო ნამუშევრის (ბეჭდური ან სამაუწყებლო) ბმული;
** კონკურსანტის პირადობის მოწმობის დასკანერებული ასლი;
** უცხოურ ან საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ენებზე წარმოდგენილ მასალას თან უნდა ახლდეს ქართული თარგმანი.

საკონკურსოდ წარმოდგენილი ნამუშევრის (ბეჭდური ან სამაუწყებლო) ბმულის მოწოდება უნდა მოხდეს ელ-ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: mediacompetitiontg@gmail.com

გზავნილის სათაურად მითითებული უნდა იყოს: "საკონკურსო მასალა", ხოლო წერილში მითითებული უნდა იყოს, თუ რომელ თემას განეკუთვნება აღნიშნული მასალა. საკონკურსო მასალის გაგზავნის შემდეგ კონკურსანტმა უნდა მიიღოს შეტყობინება კონკურსის ორგანიზატორებიდან მასალის მიღების თაობაზე. ორგანიზატორები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან იმ შემთხვევაში, თუ მასალა არ იქნა მიღებული ელ. ფოსტის მითითებულ მისამართზე.

საკონკურსო ნამუშევრების შეფასების პროცესი:

საკონკურსოდ წარმოდგენილ ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალურად კონკურსისთვის დაკომპლექტებული ჟიური.

დამატებითი ინფორმაცია აპლიკანტებისთვის:

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ჩატარდება მედია შეხვედრები შემდეგი განრიგით:

** 6 ივნისი - თანადგომას ზუგდიდის ფილიალი, მის: ქ ზუგდიდი, გამარჯვების ქ.#9, 12:00 სთ
** 6 ივნისი - თანადგომას ბათუმის ფილიალი, მის: ქ. ბათუმი, 26 მაისის ქ. # 33, 17:00 სთ
** 7 ივნისი - თანადგომას ქუთაისის ფილიალი, მის: ქ. ქუთაისი, ოცხელის ქ. # 2, 12:00 სთ

კითხვები:

შესაძლო კითხვები კონკურსის მონაწილეებმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: mediacompetitiontg@gmail.com
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე