მენეჯმენტის და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მენეჯმენტის და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
მომწოდებელი: ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 31 მაი / ბოლო ვადა: 30 ივნ
"ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის" ბიზნესის ადმინისტრირების და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა საქართველოში!

ევროპული განათლება და საერთაშორისო აღიარების დიპლომი!

** სწავლის ხანგრძლივობა - 3 წელი
** გადახდის ეტაპობრივი სისტემა
** თიბისი ბანკის 0%-იანი განვადება

რეგისტრაციისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://goo.gl/ukUgp2

მიღების და სწავლების პირობები:

** აბიტურიენტები მიიღებიან გასაუბრებისა და შიდა ტესტირების საფუძველზე:
** ტესტირება ჩატარდება უნივერსიტეტის მიერ შედგენილი სატესტო სისტემის მიხედვით ინგლისურ ენასა და ლოგიკურ აზროვნებაში;
** საბოლოო შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის კომისიის მიერ, ტესტირების და გასუბრების შედეგების გათვალისწინებით.
** სასწავლო პროცესს წარმართავენ ვარშავის უნივერსიტეტის მიერ ავტორიზებული ადგილობრივი და უცხოელი მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები, პრაქტიკოსი სპეციალისტები და მოწვეული ექსპერტები;
** სწავლების დაწყებისთანავე აბიტურიენტებს ენიჭებათ საერთაშორისო სტუდენტის სტატუსი;
** პროგრამის ძირითადი ნაწილი ხორციელდება საქართველოში, ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის აკრედიტებული პროგრამის მიხედვით;
** სწავლების მეოთხე სემესტრს სტუდენტები გაივლიან პოლონეთში, ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტში;
** სწავლის დასრულებისას კურსდამთავრებულები მიიღებენ უმაღლესი ევროპული განათლების დამადასტურებელ აკრედიტებულ დიპლომს და ბაკალავრის ხარისხს;

სასწავლო პროცესი დაიწყება ოქტომბრიდან;

** წარსადგენი დოკუმენტაცია:
** სკოლის ატესტატის ასლი ნოტარიულად დამოწმებული პოლონური თარგმანით და აპოსტილი;
** სკოლის ატესტატის აპოსტილი;
** ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100) ნოტარიულად დამოწმებული პოლონური თარგმანით;
** ფოტო სურათი 3X4 - 2 ცალი - ბეჭდური და ელექტრონული ვერსია;
** პასპორტის ფოტოსურათიანი გვერდის ასლი;
** სააპლიკაციო ფორმა/განაცხადი.

გახდი ვარშავის მენჯმენტის უნივერსიტეტის ბაკალავრი საქართველოში! მიიღე სუკეთესო სტუდენტური გამოცდილება, ხარისხიანი განათლება და საერთაშორისო დიპლომი! შეიქმენი ევროპაში დასაქმების პერსპექტივა და საიმედო მომავალი!

დარეგისტრირდი: https://goo.gl/ukUgp2

იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია!

საკონტაქტო ინფორმაცია:

პოლონეთი:

მის.: ვარშავა 03-772, კავჩინსკის 36
ტელ.: +48 604 600 555
წარმომადგენელი პირი: იულია პურეცი (Yuliya Purets)
http://www.wsm.warszawa.pl

საქართველო:

მის.: თბილისი, ი. ნიკოლაძის 6 (ფიქრის გორა)
ტელ: +995 599 30 34 94
ელ-ფოსტა: info@pra.ge
http://www.pra.ge

"ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტი" (WMU) არის პოლონეთში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელია 20 წლიანი გამოცდილებით და 50 000-ზე მეტი კურსდამთავრებულით. უნივერსიტეტი მე-5 ადგილს ფლობს პოლონეთის პრემიუმ ბრენდების რეპუტაციის რეიტინგში და შესულია ქვეყნის მასშტაბით უმაღლესი სასწავლებლების პრესტიჟისა და პერსპექტივის ოცეულში.

უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის: ჩეხეთის, სლოვაკეთის, უკრაინის, თურქეთის, ბელგიის, აშშ-ს, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და სხვ. საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

უკვე 3 წელია უნივერსიტეტის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება საქართველოში.

გაიგე მეტი "ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტზე" - http://bit.ly/2ng5JTR
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე