წლიური საგრანტო პროგრამა
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: წლიური საგრანტო პროგრამა
მომწოდებელი: USAID Zrda Activity
გამოქვეყნდა: 30 მაი / განახლდა: 20 ივნ / ბოლო ვადა: 30 მაი
თანდართული ფაილი: 177846-zrda-aps2.rar
USAID-ის პროექტი "ზრდა" საქართველოში, რომელსაც ახორციელებს "ქემონიქს ინთერნეიშენალი", აქვეყნებს საგრანტო განაცხადს - ქვე-გრანტების განაცხადების კონკურსს ხილისა და ბოსტნეულის მცირე მოცულობის სამაცივრე მეურნეობების განვითარების მიზნით ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამეგრელო ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების სამიზნე თემებში.

პროექტი ითვალისწინებს ხილისა და ბოსტნეულის მცირე მოცულობის 15-მდე სამაცივრე მეურნეობის მოწყობას.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აღნიშნული რეგიონების სამიზნე თემებში მცხოვრებ ფერმერებს, რომლებსაც აქვთ საგადასახადო რეგისტრაციის ნომერი, ან რეგისტრირებულ მცირე და საშუალო საწარმოებს, რომელთაც აქვთ სურვილი მოაწყონ ხილისა და ბოსტნეულის შესანახი სამაცივრე მეურნეობა და გაწიონ ფინანსური და არა ფინანსური (მუშა ხელი) თანამონაწილეობა.

განაცხადში აუცილებლად უნდა მიეთითოს მოთხოვნის # 053-3006-001-S-2018.

განაცხადები წარდგენილ უნდა იქნას არაუგვიანეს 2019 წლის 30 მაისისა (18:00 სთ).

დაგვიანებული ან შეუსაბამო განაცხადები არ განიხილება.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ამოიწურება კონკრეტული საგრანტო კონკურსისათვის გამოყოფილი თანხა, "ზრდა" აღარ დააფინანსებს განაცხადებს; შესაბამისად, განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადის თარიღიც შეიცვლება.

ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია იხილეთ დანართში.

სატელეფონო ზარები არ მიიღება.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე