ტენდერი ტრენერთა ჯგუფის მომსახურების მიწოდებაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი ტრენერთა ჯგუფის მომსახურების მიწოდებაზე
მომწოდებელი: ახალგაზრდული ხედვა კახეთი
გამოქვეყნდა: 30 მაი / განახლდა: 8 ივნ / ბოლო ვადა: 18 ივნ
თანდართული ფაილი: 177762-yvk-tot.zip
ახალგაზრდული ხედვა კახეთი აცხადებს ტენდერს ტრენერთა ჯგუფის მომსახურების მიწოდებაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

** სატრენინგო მოდულის შემუშავება სათავგადასავლო ბანაკის მონაწილე 14-16 წლამდე 20 ახალგაზრდისთვის შემდეგ თემატიკაზე: პირველადი სამედიცინო დახმარება, სალაშქრო ეკიპირება, გუნდური მუშაობა, კრიტიკულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღება;
** ტრენინგების ჩატარება სათავგადასავლო ბანაკის მონაწილე 20 ახალგაზრდისთვის 4 დღის განმავლობაში ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე;
** საღამოს გასართობი ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება;
** ორ სალაშქრო ტურზე ახალგაზრდების თანხლება;
** მონაწილეების წახალისება და მოტივირება ბანაკის განმავლობაში;
** ბანაკის დასრულების შემდგომ ანგარიშის მომზადება და წარდგენა ახალგაზრდული ხედვა კახეთისთვის;
** საბანაკე პროგრამის დასრულების შემდეგ ბანაკის მონაწილეებისაგან უკუკავშირის მიღება;
** ბავშვთა დაცვის პოლისების დაცვა;
** ბანაკში ყოფნისას და სალაშქრო ტურებზე გასვლისას უსაფრთხოების ზომების მიღება.

ტექნიკურ დავალებასთან დაკავშირებით საკონტაქტო პირია: ნინო ჭაბუკიშვილი, ტელ: 595 73 79 70
ახალგაზრდული ხედვა კახეთი
კახეთი, თელავი
ძმები პაპუაშვილების #13
ელ-ფოსტა: youthvisionkakheti@gmail.com

განხორციელების ვადა/პერიოდი: 1 ივლისიდან 31 ივლისამდე, 2018

ტრენერთა მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

მოთხოვნები:

** ახალგაზრდული საქმიანობის ცოდნა და გამოცდილება;
** ტრენინგების ჩატარების გამოცდილება;
** ახალგაზრდული აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;
** ახალგაზრდულ აქტივობებში ლიდერობის გამოცდილება;
** ბავშვთა დაცვის ზოგადი პოლისების ცოდნა;
** არაფორმალური განათლების პრინციპების ცოდნა;
** ტრენერთა გუნდის ერთი წევრი უნდა ფლობდეს ექიმის კვალიფიკაციას;
** სალაშქრო ტურების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება.

საჭირო უნარები და პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** ფასილიტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი.

ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატების კვალიფიკაციაზე, მათ სამუშაო გამოცდილებასა და სამუშაო გრაფიკზე.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

დაინტერესებულმა ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

** ბიუჯეტი;
** 4 საათიანი სატრენინგო მოდული სალაშქრო ეკიპირებასა და პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ და 4 სამუშაო დღის წესრიგი;
** ორგანიზაციის წინასწარი კვალიფიკაციის ფორმა დადგენილი ფორმის მიხედვით;
** ტრენერთა CV;
** ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული მსგავსი პროექტების ჩამონათვალი;
** სამი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (გთხოვთ მიუთითოთ ორგანიზაციის სახელი და თანამდებობა).
** ორგანიზაციის რეგისტრაციის ფორმა;
** ცნობა, რომ არ მიმდინარეობს ორგანიზაციის რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის პროცესი;

განაცხადები გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: youthvisionkakheti@gmail.com

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 18 ივნისი, 18:00 სთ. გთხოვთ წერილის Subject-ში დააწეროთ ტენდერის დასახელება: "ტენდერი - ტრენერთა მომსახურება 2018".
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე