მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა მენეჯმენტში
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა მენეჯმენტში
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 25 მაი / ბოლო ვადა: 25 ივნ
კავკასიის ბიზნესის სკოლა აცხადებს რიგით მე-8 მიღებას მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე - მენეჯმენტში.

მეცნიერების მაგისტრის საგანმანათლებო პროგრამა არის დასავლურ ფასეულობებსა და ცოდნაზე დაყრდნობილი პროფესიული სამეცნიერო კურსი, რომლის ძირითადი მიზანია, სტუდენტს გაუღრმაოს დარგის თეორიული ცოდნა და დაუხვეწოს თეორიის პრაქტიკაში გამოყენების ეფექტური გზები.

მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაში ძირითადი აქცენტი გაკეთებულია კომპანიისა და მისი ცალკეული ფუნქციური არეების მართვის კონცეფციების გააზრებასა და შესწავლაზე, ამავდროულად მათ პრაქტიკაში გამოყენებაზე ისე, რომ დაცული იყოს სოციალური პასუხისმგებლობის საკითხები.
პროგრამის მიზნობრივი სეგმენტია ნებისმიერი სპეციალობის საბაკალავრო დონის ან მასთან გათანაბრებული დიპლომირებული სპეციალისტი, რომელსაც გააჩნია მოტივაცია დაეუფლოს მენეჯმენტის სპეციალობას და სიღრმისეულად შეისწავლოს ის პოლიტიკური, სოციოლოგიური თუ ეკონომიკური ასპექტები, რისი გათვალისწინებითაც უწევთ ოპერირება თანამედროვე ორგანიზაციებსა და კომპანიებს.

კავკასიის ბიზნესის სკოლის ლექტორებისა და პროფესორების აბსოლუტურ უმრავლესობას განათლება მიღებული აქვს აშშ-სა და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების ბაზაზე, რაც მნიშვნელოვანი გარანტია თანამედროვე უმაღლესი განათლების მისაღებად.

მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა მენეჯმენტში არის თავიდან ბოლომდე მომხმარებელზე ორიენტირებული და მორგებული სამაგისტრო კურსი, რომელიც შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან:

** 5 საბაზისო საგანი
** 11 სპეციალობის საგანი
** თეზისი

სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი
სწავლების ენა: ქართული (ლექციები წარიმართება ქართულად, სასწავლო მასალა მოწოდებულ იქნება ინგლისურად).

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

** დიპლომისა და ნიშნების ფურცლის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** საერთო სამაგისტრო გამოცდის ბარათის ასლი;
** CV/რეზიუმე;
** 1 ცალი პასპორტის ფოტოსურათი;
** სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (მამაკაცებისთვის);
** 2 სარეკომენდაციო წერილი;
** სამოტივაციო წერილი.

მნიშვნელოვანი თარიღები:

** საბუთების მიღების პერიოდი: 2018 წლის 27 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე
** CSB-ის მიმღები კომისიის ტესტირება: 5 სექტემბერს (19:00)
** მიმღებ კომისიასთან გასაუბრება: 7-8 სექტემბერი

სწავლის საფასური: 9 900 ლარი (მთლიანი პროგრამა).
მოქნილი გადახდის სისტემა. სემესტრული გრაფიკი კრედიტების რაოდენობის მიხედვით (1 კრედიტი - 82.5 ლარი).

სწავლის დაფინანსება შესაძლებელია CU გრანტით. CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ აპლიკანტი:

** არის ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
** და აქვს ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

სამაგისტრო პროგრამების დეპარტამენტი, კავკასიის ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი,
პაატა სააკაძის 1, 0102 თბილისი, საქართველო
ელ-ფოსტა: CSBGraduate@cu.edu.ge
პაატა ბრეკაშვილი - ტელ.: (+995 32) 2 377777 (შიდა: 455), მობ.: 599 457040
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე