ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 23 მაი / ბოლო ვადა: 23 ივნ
ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები .

ტრენინგის შესახებ:

ტრენინგის მიზანია, მსმენელს აუხსნას მარკეტინგული კომუნიკაციების ზოგადი არსი, მისი ფუნქცია ბიზნესში, აგრეთვე - მარკეტინგის როლი სტრატეგიული და საოპერაციო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მსმენელები გაეცნობიან მარკეტინგული ქვე დისციპლინების მნიშვნელობას, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების თანამედროვე მიდგომებს.

კურსი ავითარებს კომუნიკაციების დაგეგმვისა და მართვის ძირითად უნარ-ჩვევებს იმისთვის, რომ ბრენდი/კომპანია იყოს წარმატებული კონკურენტულ ბაზარზე და გაზარდოს შემოსავლები მომხმარებელთა კმაყოფილების შექმნის საფუძველზე.

ტრენინგი განკუთვნილია ბიზნესის სფეროში მოღვაწე დაინტერესებული პირებისათვის, რომელთაც აქვთ ურთიერთობა მომხმარებელთან, აინტერესებთ ბაზრის მოპოვებაზე ორიენტირებული სტრატეგიული დაგეგმარება, ან, უბრალოდ, ზრუნავენ ხარისხსა და შემოსავლების გაზრდაზე.

ტრენინგის თემატიკა:

** მარკეტინგი და მარკეტინგული პროცესების განსაზღვრა; მარკეტინგული გარემო;
** მომგებიანი ურთიერთობების მართვა;
** სტრატეგიული კომუნიკაციების ხელოვნება;
** პრეზენტაციის უნარები და მედიასთან კომუნიკაცია;
** გაყიდვების მხარდაჭერა და მარკეტინგული კომუნიკაციის არხები;
** ბრენდინგი;
** Storytelling;
** იდეის უნიკალურობა და საზოგადოების დარწმუნება;
** სოციალური აქტივობები და მათი მნიშვნელობა;
** Goodvertising

ტრენერები:

ალექს ჩიქოვანი

სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE - ის დამფუძნებელი და ბრენდინგის კონსულტანტი. თითქმის 20 წლიანი გამოცდილება ბრენდინგში, მარკეტინგსა და გაყიდვებში. ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (MBA), სპეციალიზაციით - კორპორაციული სტრატეგია, ბრენდის შექმნა და მართვა. ლანკასტერი, ინგლისი. ათი წლის განმავლობაში GIPA - ში ბრენდინგის შესახებ კითხულობს ლექციებს. "ბრენდი ცოცხალი არსებაა, ის იბადება, იზრდება და ცოცხლობს. ბრენდი და ბრენდინგი ისეთივე ძველია როგორც კაცობრიობა, ყველა და ყველაფერი შეიძლება იყოს ბრენდი, მათ შორის ადამიანი. თანამედროვე ეპოქაში კი ბრენდს სახელად "შენ" აშენება, მართვა და გაფრთხილება სჭირდება. ბრენდი სახელად "შენ" არის ადამიანის რეპუტაცია და წარმატების გზამკვლევი."

ნინა პერტენავა

სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი. ფლობს ხელოვნებათმცოდნეობის ბაკალავრისა და მაგისტრის, ასევე მოსკოვის რეპუტაციული ტექნოლოგიების უნივერსიტეტის იმიჯმეიკერის დიპლომს. თოთხმეტწლიანი გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში. მუშაობდა აშშ-ს ერთ-ერთ წამყვან PR სააგენტო Jackson Spalding -ში (ატლანტა). კონსულტაციას უწევდა ისეთ კომპანიებს, როგორიც არის: "ჯონსონი და ჯონსონი", "იოლი ჯგუფი", USAID და ა.შ. გავლილი აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის ტრენინგ-კურსები და მასტერ-კლასები, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. იგი არის არაერთი საინტერესო და ინოვაციური პროექტის ავტორი და განმახორციელებელი.

შოთა ჩინჩალაძე

სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო "ლაივის" აღმასრულებელი დირექტორი და უფროსი ბრენდ კონსულტანტი. აქვს 8 წლიანი გამოცდილება მარკეტინგში. მისი კარიერა 2010 წელს "მედიქლაბჯორჯიაში" მარკეტინგის სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობით დაიწყო. გახლდათ "შელის" საცხებ-საპოხი მასალების ოფიციალური მაკრო დისტრიბუტორის მარკეტინგის მენეჯერი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. მართავდა საავტომობილო ინდუსტრიის ისეთ წამყვან ბრენდებს, როგორებიცაა Shell, Landirenzo, Energizer, Faber და ა.შ. 2012 წლიდან მუშაობს ბრენდინგისა და საკომუნიკაციო პროექტებზე ისეთ დიდ ბრენდებთან როგორებიცაა: "ნატახტარი", "მთიელი", "ტოიოტა კავკასია", "ვითიბი ბანკი", "საქართველოს რაგბის კავშირი", "უნიქარდი", "ბროტმაისტერი", "რერა", "პირველი ნაბიჯი საქართველო", "დრესაპ ჯგუფი" და ა.შ. 2013 წლიდან კითხულობს ლექციებს ბრენდინგსა და მარკეტინგში, ჯიპაში, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

ხატია (ლილი) ალფაიძე

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება. საგანმანათლებლო და მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროებში წამყვან პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება. დაამთავრა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა და კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების სამაგისტრო პროგრამა. არის ამსტერდამისა და ინდოეთის უნივერსიტეტების პროგრამების კურსდამთავრებული. იყო "მედიანიუსისა" და რადიო "კომერსანტის" ჟურნალისტი 2006 - 2008 წწ. "კავკასიის უნივერსიტეტის" პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის მენეჯერი - 2008-2012. პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია "ჯეპრას" პრომოუშენ მენეჯერი - 2012-2015. კომპანია "სუფთა სამყაროს" პიარისა და მარკეტინგის დეპარატამენტის ხელმძღვანელი 2015-2017. 2017 წლიდან კი დააფუძნა საკუთარი კომპანია "კატიანი და მეგობრები", რომელიც შინაური ცხოველების ყოლის პოპულარიზაციას ეწევა და უნიკალურ სასაჩუქრე პროდუქციას აწარმოებს ცხოველების მოყვარულებისა და მათი მეგობრებისთვის.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 24 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 480 ლარი (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად: პირველი ნაწილი - ტრენინგის დაწყებამდე, მეორე ნაწილი - ტრენინგის დამთავრებამდე ერთი კვირით ადრე).
ტრენინგის დაწყების თარიღი: 11 ივნისი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 10 ივნისი
ტრენინგი ტარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათი/ოთხშაბათი/პარასკევი: 19:00-21:00 ან კვირაში ორჯერ: ორშაბათი/ოთხშაბათი: 19:00-22:00
სასწავლო მასალები უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში.
კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

** 25%-იანი ფასდაკლება ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის
** 15%-იანი ფასდაკლება ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი თანამშრომლისთვის
** 15%-იანი ფასდაკლება მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.

დარეგისტრირდი აქ: https://trainings.ibsu.edu.ge/registration/

"IBSU Training Center"
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, N2,
თბილისი 0131
ტელ.: 2 59 50 05/06 (120)
მობ.: (+995) 558 000 518
ელფოსტა: training@ibsu.edu.ge
http://www.trainings.ibsu.edu.ge/
http://www.facebook.com/www.ibsu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე