იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 18 მაი / ბოლო ვადა: 5 ივნ
ლიბერთი ბანკი, საქართველოში ყველაზე მზარდი და ამბიციური ფინანსური ინსტიტუტი, ენერგიულ და შედეგებზე ორიენტირებულ კადრებს იწვევს სამუშაოდ ბანკის სამართალწარმოების განყოფილების იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
** სავალდებულო შემდეგი კანონმდებლობის სრულყოფილად ცოდნა:
** სამოქალაქო კოდექსი;
** სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
** სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონი და იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებები;
** საჯარო რეესტრის შესახებ კანონი და იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებები;
** ბაჟის შესახებ კანონი;
** საბანკო კანონმდებლობა.

სამუშაოს აღწერა:

** ბანკის ინტერესების დაცვა სასამართლოში, არბიტრაჟში, სააღსრულებო და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
** სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება და კონტროლი;
** მიმდინარე საქმეებზე რეპორტის/ანგარიშის წარმოება;
** სხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ბანკის მიზნებზე ორიენტაცია;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე და სამოტივაციო წერილი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2018 წლის 5 ივნისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, ასევე აუცილებლად დაურთოთ სამოტივაციო წერილიც, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).
კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე http://www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე