კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ყავის კომპანია მიკო
გამოქვეყნდა: 18 მაი / ბოლო ვადა: 18 ივნ
ყავის კომპანია "მიკო" აცხადებს ვაკანსიას:

პოზიცია: კონსულტანტი
სამუშაო ადგილი: თბილისი (საბურთალო)
სამუშაო განაკვეთი: 12 საათიანი სამუშაო განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** ჩაის და ყავის მომზადება პროფესიონალური ყავის აპარატით;
** მომხმარებელთა მომსახურება სტანდარტების დაცვით;
** სალარო ოპერაციების წარმოება;
** სამუშაო ადგილის მოწესრიგება;
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** პროდუქციის ვადების კონტროლი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია, პროფესიონალურ ყავის აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია, იმავე ან მსგავს თანამდებობაზე მუშაობის 3 (სამი) თვიანი გამოცდილება.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancyatmiko@gmail.com და "subject"-ის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "კონსულტანტი."

გამოცდილების არ მქონე პირები ნუ გამოგვეხმაურებით!

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 18 ივნისი.

შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:

** I ეტაპი - გასაუბრება
** II ეტაპი - 2 (ორი) კვირიანი სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე