გაყიდვებისა და მომსახურების სპეციალისტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვებისა და მომსახურების სპეციალისტი - ქუთაისი
მომწოდებელი: ვიონი საქართველო
გამოქვეყნდა: 18 მაი / ბოლო ვადა: 4 ივნ
ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია ბილაინი აცხადებს კონკურსს გაყიდვების და მომსახურების სპეციალისტის ვაკანსიაზე, ქალაქ ქუთაისში, აეროპორტში.

ვიონის ჯგუფი წარმოადგენს საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური სერვისების წამყვან საერთაშორისო პროვაიდერს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. ვიონის ჯგუფი 12 ქვეყანაში 6 სხვადასხვა ბრენდით არის წარმოდგენილი.

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია შპს "ვიონი საქართველო" საქართველოს ბაზარზე ბილაინის ბრენდით ოპერირებს. კომპანიის პრიორიტეტია ისეთი პროდუქტებისა და მომსახურების შექმნა, რომელიც ადამიანების ცხოვრების დონეს აამაღლებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. ბილაინი უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz(B3) , 4G/LTE 800 MHz (B20) უსადენო მომსახურებას 1 800 000-ზე მეტი აბონენტისთვის.

კომპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:

https://veon.com/
http://veon.ge/
https://www.beeline.ge

სამუშაო ადგილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ღამის საათები, 00:00-დან 06:00-მდე.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** კომპანიის პოლიტიკის და მოთხოვნების შესაბამისად კომპანიის პროდუქციის გაყიდვა;
** აბონენტთა ხარისხიანი მომსახურება;
** თანამდებობრივი ვალდებულებების და პროცედურების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (Word, Excel, PowerPoint).

საჭირო თვისებები:

** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ანგარიშგების მომზადების, საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი.

თუ თქვენ შეესაბამებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@beeline.ge 4 ივნისამდე და სათაურის ველში მიუთითოთ "გაყიდვების და მომსახურების სპეციალისტი, ქუთაისი".

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში.

იყო ვიონის ჯგუფის წევრი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და ჩვენი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობების, ღირებულებების, ქცევის კოდექსის მიმართ ერთგულებაზე. მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.

ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორი და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას.

პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, გულწრფელად და გახსნილად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე