ფილიალის მენეჯერი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფილიალის მენეჯერი - თელავი
მომწოდებელი: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
გამოქვეყნდა: 18 მაი / ბოლო ვადა: 15 ივნ
უცხოური მენეჯმენტისა და ქართულ ბაზარზე ხანგრძლივი გამოცდილების მქონე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თელავში.

მდებარეობა: ქ. თელავი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა
** ფილიალის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და კოორდინაცია
** ფილიალის ყოველთვიური გაყიდვების გეგმის კონტროლი და აღსრულების უზრუნველყოფა
** ფილიალის ჭრილში ვადაგადაცილებული პორტფელის მართვა
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მოტივაციაზე ზრუნვა და მათი საქმიანობის ყოველდღიური კონტროლი
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება და მათი სამუშაოს კოორდინირება
** ფილიალში მომხმარებლების მაღალი სტანდარტით მომსახურების უზრუნველყოფა
** ახალი თანამშრომლების მოძიება-შერჩევაში მონაწილეობის მიღება, მათი სწავლების უზრუნველყოფა
** მენეჯმენტისთვის რეპორტინგის წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით
** საფინანსო ან საბანკო სფეროში საკრედიტო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** MS პროგრამების ცოდნა
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

სხვა მოთხოვნები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** თანამშრომლების მოტივირებისა და განვითარების უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** გუნდურობა
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ანაზღაურება:

** 1500 - 2500 (ხელზე ასაღები) კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით
** ყოველთვიური ბონუსი
** ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურება
** ჯანმრთელობის დაზღვევა

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** მეგობრულ გარემოს და სიახლეებზე ორიენტირებულ გუნდს
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: bmk.miso@client.jobs.ge არაუგვიანეს 15 ივნისისა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე