გეოდეზისტი - ჩხოროწყუ
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გეოდეზისტი - ჩხოროწყუ
მომწოდებელი: კავკასუს როუდ პროჯექტი
გამოქვეყნდა: 18 მაი / ბოლო ვადა: 1 ივნ
შპს "კავკასუს როუდ პროჯექტი" აცხადებს ვაკანსიას გეოდეზისტის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჩხოროწყუ, სოფ. მუხური (პროექტის მიხედვით მივლინებები სხვადასხვა რეგიონებში)
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ცოდნის და კვალიფიკაციის მიხედვით.

სამუშაოს აღწერილობა და ფუნქცია-მოვალეობები: თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში დავალებების შესრულება;

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 23-45
** პროფესიული განათლება ინჟინერ-გეოდეზისტის განხრით.
** სავალდებულოა გეოდეზისტად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** აუცილებელია პროგრამები: AutoCAD-ის ცოდნა და ელექტრო ტახომეტრების Trimble M3" გამოყენების გამოცდილება.
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
** საპროექტო ნახაზების გარჩევა.
** მართვის მოწმობა B კატეგორია.
** არ უნდა გააჩნდეს სიმაღლის შიში.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე, ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@crp.ge 2018 წლის 01 ივნისის ჩათვლით. ისეთი სააპლიკაციო ფორმა, რომელიც არ აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს არ განიხილება. გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე