ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: დელუქს დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 18 მაი / ბოლო ვადა: 18 ივნ
სამშენებლო კომპანია "დელუქს დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სატელეფონო ზარების მიღება, ინფორმაციის მიწოდება,
** შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
** შეხვედრაზე მოწვეული სტუმრების დახვედრა და მათი შესაბამის პირებთან გადამისამართება;
** შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა;
** შემომავალი მეილების შემოწმება, ფილტრაცია და საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება;
** კანცელარიის მოწესრიგება (დოკუმენტები, ქსეროქსი, სკანერი, ფაქსი და ა.შ.);
** უშუალო უფროსის დავალებების დავალებების შესრულება

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება,
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (როგორც წერილობით, ასევე სასაუბრო);
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** თავაზიანი;
** პუნქტუალური;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ხელფასი: 700 ლარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე hr@delux.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე