გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: Elite Legal House
გამოქვეყნდა: 18 მაი / ბოლო ვადა: 18 ივნ
კომპანია "Elite Legal House" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობის სფეროა იურიდიული დახმარების გაწევა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა,
** გამართული მეტყველების უნარი,
** მიზანდასახულობა, მოლაპარაკების ეფექტურად მართვის უნარი.
** გუნდურად მუშაობის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, (სასურველია - იურიდიული განხრით)
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ფლობა.
** უპირატესობა მიენიჭება კადრებს, რომელსაც აქვთ გამოცდილება მსგავს სფეროში.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან დაკავშირება სატელეფონო საშუალებით.
** კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება,
** კომპანიის მომსახურების პაკეტების სწორად შეთავაზება
** მონაცემების შეყვანა და ანგარიშის წარდგენა შესრულებულ სამუშაოზე.

პირობები:

** სამუშაო საათები: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 10:00-14:00.
** ანაზრაურება: შეთანხმებით

კანდიდატის შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

კომპანია გთავაზობთ ულიმიტოდ ჩართულ მობილური ტელეფონის ნომერს; ანაზღაურებასთან ერთად სახელფასო დანამატებს სხვადასხვა კატეგორიებში, წამახალისებელ პროგრამებს, სისტემატიურ ტრენინგებს და კვალიფიკაციის ამაღლებას, კომფორტულ, მეგობრულ გარემოს.

თუ დაინტერესდით აღნიშნული ვაკანსიით და ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს, შეგიძლიათ გააგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: legalelite17@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე