გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ვესტა
გამოქვეყნდა: 18 მაი / ბოლო ვადა: 18 ივნ
სარეკლამო პოლიგრაფიული კომპანია "ვესტა" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

შპს "VESTA" დაარსდა 2000 წელს. სარეკლამო მომსახურების სფეროში კომპანიას გააჩნია საკმაოდ დიდი გამოცდილება. ჩვენი საწარმო განთავსებულია 4 სართულიან შენობაში, რომელიც აღჭურვილია უახლესი დანადგარებით. ჩვენთან პროდუქცია მზადდება ადგილიდან გაუსვლელად, რადგან ოფისი და საწარმო ცეხები განთავსებულია ერთ შენობაში.

კომპანია შედგება რამდენიმე განყოფილებისაგან:

** დიზაინერების განყოფილება
** ოფსეტი (პრესპრესი, პრესი, პოსტპრესი)
** ციფრული ბეჭდვა
** ბადე-ტრაფარეტული მეთოდით ბეჭდვა (შოლკოგრაფია)
** ტექსტილზე ბეჭდვა და დამუშავება (ფლოკი, ფლექსი, ქარგვა, კერვა)
** გარე რეკლამა
** ფართოფორმატიანი ბეჭდვის განყოფილება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა
** გრაფიკული პროგრამები (InDesign, CorelDraw, Adobe Photoshop, Adobe Acrobat, Microsoft Office (Excel, Word, Outlook)
** ფაილების ტექნიკური დამუშავების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** დეტალებისადმი ყურადღება და ორგანიზებულობის მაღალი ხარისხი;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** ინფორმაციის სწრაფად დამუშავების და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** კრეატიულობა;
** პუნქტუალურობა.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (სასურველია თქვენს ნამუშევრებთან ერთად) შემდეგ მეილზე: sale@vesta.ge და სათაურის ველში მიუთითეთ სახელი, გვარი და ვაკანტური პოზიცია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე