გაყიდვების მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი - ქუთაისი
მომწოდებელი: კინო საქართველო
გამოქვეყნდა: 18 მაი / ბოლო ვადა: 18 ივნ
შპს "კინო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბილეთების რეალიზაციისა და კინოდარბაზების კერძო, თუ ჯგუფური გაქირავების ორგანიზებისათვის მოლაპარაკებების (პირადი შეხვედრები, სატელეფონო საუბრები) წარმოება;
** სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობა და მათთვის შეთავაზებების მომზადება;
** კლიენტთან დაკავშირებული ყველა პრობლემისა და საკითხის ოპერატიული გადაჭრა;
** ჩატარებული სამუშაოების შესახებ პრეზენტაციებისა და ანგარიშების მომზადება.

მოთხოვნები:

** სასურველია პირდაპირი გაყიდვების წარმოების გამოცდილება;
** მისასალმებელია საკუთარი კლიენტთა ბაზის ქონა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** პირადი ავტომობილი;
** კომუნიკაბელურობა, სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი, გამართული მეტყველება;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ფლობა.

პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი;
** საწვავის დანახარჯის კომპენსაცია;
** ხელფასი 400 ლარი + % გაყიდვებიდან;
** სამუშაო ადგილი საქალაქო ტელეფონით და კომპიუტერით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@kinosakartvelo.ge და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (გრაფაში "subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ მომდევნო ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.

მისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის 14
ტელეფონი: 0431 23 06 06.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე